მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კახეთში 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული - რთველი და ჩაბარების ტარიფები
კახეთში 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული - რთველი და ჩაბარების ტარიფები

კახეთში 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული - რთველი და ჩაბარების ტარიფები

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 16:17|bm.ge

23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მხარეში 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, საიდანაც 28 ათასი ტონა მაღალკონდიციურია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 500-მდე ღვინის კომპანია, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან მოსავალს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 20 ლოკაციაზე იბარებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში ყველა მევენახეს ექნება შესაძლებლობა, ჩააბაროს ყურძენი. შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ფიზიკური პირებისგან კახეთში მოწეულ ყურძენს შაქრიანობის მიხედვით განსაზღვრული ფასებით ჩაიბარებს:

საფერავი:

• 1.50 ლარი — არანაკლებ 20%-იანი შაქრიანობის (კონდიციური); 1.00 ლარი — 16%-დან 20%-მდე შაქრიანობის; 50 თეთრი — 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის. • 1.50 ლარი — არანაკლებ 20%-იანი შაქრიანობის (კონდიციური); 1.00 ლარი — 16%-დან 20%-მდე შაქრიანობის; 50 თეთრი — 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის. • 1.50 ლარი — არანაკლებ 20%-იანი შაქრიანობის (კონდიციური); • 1.00 ლარი — 16%-დან 20%-მდე შაქრიანობის; • 50 თეთრი — 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის.

რქაწითელი და სხვა ნებადართული საღვინე ჯიშები:

• 1.30 ლარი — არანაკლებ 19%-იანი შაქრიანობის; 90 თეთრი — 16%-დან 19%-მდე შაქრიანობის; 50 თეთრი — 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის. • 1.30 ლარი — არანაკლებ 19%-იანი შაქრიანობის; 90 თეთრი — 16%-დან 19%-მდე შაქრიანობის; 50 თეთრი — 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის. • 1.30 ლარი — არანაკლებ 19%-იანი შაქრიანობის; • 90 თეთრი — 16%-დან 19%-მდე შაქრიანობის; • 50 თეთრი — 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის.

პროცესს კოორდინაციას ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 ან 032 2 19 37 18.

შეგახსენებთ, ყვარელში მევენახეების მიერ დაწყებული აქციების საპასუხოდ სახელმწიფომ ყურძნის ჩასაბარებელი ფასები 22 სექტემბერს შეცვალა.

16-დან 19 გრადუსამდე რქაწითლის ფასი 90 თეთრით, ხოლო 16-დან 20 გრადუსამდე საფერავის ფასი 1 ლარით განისაზღვრა. გამონაკლისის სახით კი 16 გრადუსამდე არაკონდიცირებული ყურძნის ფასი 50 თეთრი იქნება, ჰიბრიდი - 30 თეთრი. ძველი რეგულაციით 17 გრადუსამდე ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 30 თეთრს შეადგენდა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

BM.GE

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE