
კახეთში გადამუშავებულია 206 540 ტონა ყურძენი - ღვინის ეროვნული სააგენტო
8 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 206 540 ტონა ყურძენი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნის 99,2% - 204 885 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა. ჩაბარებული ყურძნის მხოლოდ 0,8% - 1 655 ტონაა უხარისხო და მკვახე.
კახეთში ყურძნის მოსავალი 14 300-მდე მევენახემ დააბინავა.
ცნობისთვის, მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათას ტონამდეა.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს დააბინავებს მოსავალს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.
რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.
BM.GE
წყარო: bm.ge