მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კახეთში რთველი დაიწყო - რამდენი ტონა ყურძენია გადამუშავებული და რა ფასად ჩააბარებენ მევენახეები მოსავალს?
კახეთში რთველი დაიწყო - რამდენი ტონა ყურძენია გადამუშავებული და რა ფასად ჩააბარებენ მევენახეები მოსავალს?

კახეთში რთველი დაიწყო - რამდენი ტონა ყურძენია გადამუშავებული და რა ფასად ჩააბარებენ მევენახეები მოსავალს?

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 14:21|bm.ge

კახეთში რთველი დაიწყო - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყება წერს, რომ ამ დროისთვის რეგიონში 2.7 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მოსავლის აღების პროცესი მუნიციპალიტეტებში ყურძნის სიმწიფისა და შესაბამისი კონდიციის მიხედვით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.

წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 230 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს ექნება შესაძლებლობა, ყურძენი ჩააბაროს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.

როგორ განისაზღვრება ყურძნის ფასები:

საფერავი:

• კონდიციური და დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 21%) - 1.50 ლარი; • არაკონდიციური (შაქრიანობა 17%-დან 21%-მდე ან/და ნაწილობრივ დაზიანებული) - 0.90 ლარი; • 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული - 0.30 ლარი.

სხვა ჯიშები:

• დაუზიანებელი (შაქრიანობა არანაკლებ 20%) - 1.30 ლარი; • შაქრიანობა 17%-დან 20%-მდე - 0.80 ლარი; • 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენი - 0.30 ლარი.

რთველის საკოორდინაციო შტაბი ყურძნის ჩაბარების პროცესის კოორდინაციას განაგრძობს. რთველთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 219 37 18.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

BM.GE

სურსათის სააგენტო წელს 1 886 საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს

სურსათის სააგენტო წელს 1 886 საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს

BM.GE

თბილისში საერთაშორისო სამაგისტრო და MBA პროგრამების გამოფენა - QS Masters Fair გაიმართება

თბილისში საერთაშორისო სამაგისტრო და MBA პროგრამების გამოფენა - QS Masters Fair გაიმართება

BM.GE

ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს $5000-ს ჰპირდება, თუ რესპუბლიკელები არჩევნებს მოიგებენ

ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს $5000-ს ჰპირდება, თუ რესპუბლიკელები არჩევნებს მოიგებენ

BM.GE