მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კანადელმა დედამ შვილის გარდაცვალების გამო OpenAI-ს უჩივლა
კანადელმა დედამ შვილის გარდაცვალების გამო OpenAI-ს უჩივლა

კანადელმა დედამ შვილის გარდაცვალების გამო OpenAI-ს უჩივლა

BM.GE16 ივნისი, 2026, 00:05|bm.ge

კანადელმა დედამ შვილის გარდაცვალების გამო კომპანია OpenAI-სა და მის ხელმძღვანელ სემ ოლტმენს სასამართლოში უჩივლა.

როგორც ირკვევა, კრისტი კარიერი ტექნოლოგიურ გიგანტს 24 წლის შვილის, ალისის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. მოსარჩელის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალმა ჩეთბოტს სუიციდური ფიქრების შესახებ მრავალჯერ მისწერა.

ტექნოლოგიური კომპანიის უსაფრთხოების სისტემებმა კი ეს საფრთხე ვერ ამოიცნო და მიმოწერა არ შეწყვიტა. გარდაცვლილის დედის განცხადებით, პროგრამამ საუკეთესო მეგობრისა და თერაპევტის როლი მოირგო, თუმცა ყველაზე რთულ პერიოდში კომპანიასა და სამართალდამცავ უწყებებს არავითარი ინფორმაცია არ მიაწოდა.

სასამართლო დოკუმენტაციის თანახმად, ჩეთბოტს გარდაცვლილ მომხმარებელთან სახიფათო შინაარსის კომუნიკაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰქონდა. პროგრამა ალის კარიერის სუიციდურ ფიქრებს ამართლებდა და მას თავის მოკვლის ერთგვარი გამოსავალიც კი შესთავაზა.

შეტანილ სარჩელს უკვე გამოეხმაურნენ ტექნოლოგიურ სტარტაპში, სადაც მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს. OpenAI-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამჟამად იურისტები სამართლებრივ დოკუმენტებს სწავლობენ. თუმცა კომპანიაში ისიც აღნიშნეს, რომ ტრაგიკული შემთხვევა უნდა უკავშირდებოდეს ChatGPT-ის იმ ძველ ვერსიას, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის.

გარდაცვლილი დედა ფინანსური ზიანის ანაზღაურებასა და პლატფორმაზე უსაფრთხოების მექანიზმების გამკაცრებას ითხოვს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედიაკომპანია Fox-მა სტრიმინგ პლატფორმა Roku $22 მილიარდად შეიძინა

მედიაკომპანია Fox-მა სტრიმინგ პლატფორმა Roku $22 მილიარდად შეიძინა

BM.GE

"ნიქსომანიის" ეკონომიკა: 53-წლიანი ლოდინის დასასრული და ახალი რეკორდები ბიზნესში

"ნიქსომანიის" ეკონომიკა: 53-წლიანი ლოდინის დასასრული და ახალი რეკორდები ბიზნესში

BM.GE

"წინასწარი ჯავშნები გასულ წელთან და იმის წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციას აჩვენებს" - „ხათოსი“

"წინასწარი ჯავშნები გასულ წელთან და იმის წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციას აჩვენებს" - „ხათოსი“

BM.GE

"სამწუხაროდ სეზონი ჯერ არ დაწყებულა" - თუშეთში მდებარე კაფე "ღრუბლებს ზემოთ" გამოწვევებზე

"სამწუხაროდ სეზონი ჯერ არ დაწყებულა" - თუშეთში მდებარე კაფე "ღრუბლებს ზემოთ" გამოწვევებზე

BM.GE