მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კანიე უესტის კონცერტის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას გახანგრძლივებული დროით მოემსახურება|დეტალები
კანიე უესტის კონცერტის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას გახანგრძლივებული დროით მოემსახურება|დეტალები

კანიე უესტის კონცერტის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას გახანგრძლივებული დროით მოემსახურება|დეტალები

BM.GE10 ივნისი, 2026, 18:45|bm.ge

ცნობილი ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც 12 ივნისს დინამო არენაზე გაიმართება, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული რეჟიმით იმუშავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კონცერტზე დამსწრე პირთა შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, თბილისის მეტრო და იმ მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები, რომლებიც სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას ემსახურებიან, მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

"12 ივნისს „დინამო არენაზე“ დაგეგმილია ცნობილი ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კონცერტი, რომელსაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. კონცერტზე დასწრების მსურველთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, თბილისის მეტრო და შესაბამისი ავტობუსები გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებენ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, ღონისძიების დღეს, 07:00 საათიდან, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. პირველ ეტაპზე შეზღუდვები შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება "დინამო არენას" მთავარი შესასვლელების მიმართულებით შეიზღუდება.

ქალაქის მერის თქმით, ალტერნატიული მარშრუტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცვლილებების შესახებ უახლოეს დღეებში თბილისის მერიის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE