მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Kanye West ოქტომბერში რუსეთში Gazprom Arena-ზე ორ კონცერტს გამართავს
Kanye West ოქტომბერში რუსეთში Gazprom Arena-ზე ორ კონცერტს გამართავს

Kanye West ოქტომბერში რუსეთში Gazprom Arena-ზე ორ კონცერტს გამართავს

BM.GE18 აგვისტო, 2026, 17:05|bm.ge

Kanye West, რომელიც ასევე Ye-ს სახელით არის ცნობილი, ოქტომბერში რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის Gazprom Arena-ზე ორ კონცერტს გამართავს. გამოსვლები 10 და 11 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას როგორც სტადიონის Telegram-არხი, ისე კონცერტების ორგანიზატორი Say Agency ავრცელებს.

Gazprom Arena სანქტ-პეტერბურგის საფეხბურთო კლუბ Zenit-ის საშინაო სტადიონია და დაახლოებით 70-80 ათას მაყურებელს იტევს.

კონცერტებზე ბილეთების ფასი 9 000 რუბლიდან, დაახლოებით $106-დან იწყება. ყველაზე ძვირად ღირებული ბილეთის ფასი 160 000 რუბლს, დაახლოებით $1 880-ს შეადგენს. Reuters-ის ინფორმაციით, ყველაზე იაფი ბილეთები გაყიდვის დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში გაიყიდა.

თუ კონცერტები დაგეგმილი გრაფიკით ჩატარდება, West რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ჩასულ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საერთაშორისო მუსიკოსად იქცევა.

West-ს ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კონცერტები გაუუქმდა ან გამოსვლებზე შეზღუდვები დაუწესდა. ამის მიზეზი მისი ანტისემიტური განცხადებები, მათ შორის ადოლფ ჰიტლერის მიმართ დადებითი შეფასებები და ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება გახდა.

რეპერმა იანვარში აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და მისი ქცევა დაუდგენელ ტვინის დაზიანებასა და უმკურნალებელ ბიპოლარულ აშლილობას დაუკავშირა.

აღსანიშნავია, რომ West-ს რუსეთში კონცერტი აქამდე არ გაუმართავს. ის 2024 წელს მოსკოვში, მოდის დიზაინერ გოშა რუბჩინსკის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, თუმცა მაშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რეპერი მოსკოვის ლუჟნიკის სტადიონზე კონცერტს გამართავდა, არ დადასტურდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

680 ტონა საწვავი იყო შეტანილი აფხაზეთში, ეს საკმარისია, რათა ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრას - კობახიძე

680 ტონა საწვავი იყო შეტანილი აფხაზეთში, ეს საკმარისია, რათა ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრას - კობახიძე

BM.GE

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

BM.GE

თბილისში "სამთავრობო ქალაქის" მშენებლობისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

თბილისში "სამთავრობო ქალაქის" მშენებლობისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

BM.GE

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?

BM.GE