მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში "სამთავრობო ქალაქის" მშენებლობისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა
თბილისში "სამთავრობო ქალაქის" მშენებლობისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

თბილისში "სამთავრობო ქალაქის" მშენებლობისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

BM.GE18 აგვისტო, 2026, 16:19|bm.ge

თბილისში „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა.

კომისიას თავად პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან პარლამენტის თავმჯდომარე და ინფრასტრუქტურის მინისტრი. კომისიაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკის, კულტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრები.

კომისიის წევრები იქნებიან ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, თბილისის მერი, მთავრობის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ფონდის წარმომადგენელი კომისიის მდივნის ფუნქციას შეასრულებს.

კომისიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის ფარგლებში პროექტების პრიორიტეტებისა და მშენებლობის რიგითობის განსაზღვრა იქნება. ასევე, კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები პროექტების შერჩევისა და საპროექტო გადაწყვეტების, მათ შორის დიზაინის, შეთანხმების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, მას შეეძლება პროექტების განხორციელებისას წარმოშობილი საკითხების გადაწყვეტა და სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანაზე რეკომენდაციების გაცემა.

კომისიას უფლება ექნება ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მოამზადოს დასკვნები და რეკომენდაციები, სხდომებზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე შექმნას ცალკეული საკითხების შესასწავლად სამუშაო ჯგუფები.

არსენალის მთაზე დაგეგმილი მშენებლობების გამო მერიამ სატრანსპორტო კავშირები უნდა გამოიკვლიოს

„სამთავრობო ქალაქის“ პროექტი თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე, ყოფილი „არსენალის მთის“ ტერიტორიაზე იგეგმება. 2026 წლის იანვარში მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მოსამზადებლად 4.46 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის თავდაპირველი კონცეფციის მიხედვით, „სამთავრობო ქალაქში“ უნდა განთავსდეს პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები, თბილისის მერია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ტერიტორიის გენგეგმა უნდა მოიცავდეს ადმინისტრაციული შენობების გარდა სატრანსპორტო, საპარკინგე, სარეკრეაციო და გამწვანების ინფრასტრუქტურას.

ამავე პროექტისთვის გამოცხადებული 4.46 მლნ ლარის ტენდერი, რომელიც გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებას ითვალისწინებდა, შემდგომ არ შედგა. შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით, კომისიამ ტექნიკური დავალების პირობების გადასინჯვა მიზანშეწონილად მიიჩნია.

„სამთავრობო ქალაქის“ იდეა ხელისუფლებამ პირველად 2017 წელს დააანონსა. თავდაპირველი გეგმით, სამთავრობო ქალაქი ორთაჭალაში უნდა აშენებულიყო, თუმცა პროექტი 2019 წელს დღის წესრიგიდან მოიხსნა. გასული წლის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ მისი ახალი ლოკაცია ჩუღურეთში, ყოფილი „არსენალის მთის“ ტერიტორია იქნებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • 18 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
  • სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • თბილისში, კუკიის სასაფლაოდან მახათასკენ გადასასვლელ გზაზე მიწა ჩამოიშალაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

680 ტონა საწვავი იყო შეტანილი აფხაზეთში, ეს საკმარისია, რათა ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრას - კობახიძე

680 ტონა საწვავი იყო შეტანილი აფხაზეთში, ეს საკმარისია, რათა ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრას - კობახიძე

BM.GE

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

BM.GE

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?

BM.GE

აშშ-ის მიერ ძებნილი პირი, რომელიც სირიაში ტერორისტებს აფინანსებდა, თბილისის აეროპორტში დააკავეს - შსს

აშშ-ის მიერ ძებნილი პირი, რომელიც სირიაში ტერორისტებს აფინანსებდა, თბილისის აეროპორტში დააკავეს - შსს

BM.GE