მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კარგი იქნებოდა, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაცია დარგთან გაევლოთ|”თბილღვინო” ვენახების გაშენების რეგულირებაზე
კარგი იქნებოდა, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაცია დარგთან გაევლოთ|”თბილღვინო” ვენახების გაშენების რეგულირებაზე

კარგი იქნებოდა, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაცია დარგთან გაევლოთ|”თბილღვინო” ვენახების გაშენების რეგულირებაზე

BM.GE9 მაისი, 2026, 00:20|bm.ge

ვიდრე გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ, სასურველი იქნებოდა რომ დარგთან გაევლოთ კონსულტაციები - ამის შესახებ კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი კომერციული ვენახების რეგულირების საკითხზე აცხადებს.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დარგის მომავალს განსაზღვრავს, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო დიალოგის პირობებში უნდა ჩამოყალიბდეს.

„მე ვფიქრობ, ნებისმიერი ინიციატივა უნდა შეფასდეს მიზნობრიობიდან. ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ რა არის მიზანი და თუ მიზანი არის, რომ საქართველოში უფრო მაღალი ხარისხის ღვინო იწარმოებოდეს, ამ მიზანს ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ სხვადასხვა გზებით და შეიძლება იყოს განხილული სხვადასხვა ინსტრუმენტები.

სანამ ამ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ალბათ, სასურველი იქნებოდა, რომ როგორც ხდებოდა ტრადიციულად, მომხდარიყო დარგთან აქტიური კონსულტაციები, მსჯელობები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთიანი მიზანი. ჩვენ ყველანი დაინტერესებულები ვართ რომ საქართველოდან გასული ღვინო იყოს შესაფერისი ხარისხის, თუმცა ამის გზები შეიძლება იყოს განსხვავებული და ამას სჭირდება მსჯელობა“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

კითხვაზე - თავად რა იდეებს გაუზიარებდა დარგის რეგულირებასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, მარგველაშვილი BMG-ს პასუხობს:

„კარგი იქნებოდა, რომ ეს აქამდე მომხდრიყო, მაგრამ ჩემი აზრით, დაგვიანებული არ არის, რომ ახლა მოხდეს - დარგის მარეგულირებელი და დარგის წარმომადგენლები დასხდნენ ერთად, იმსჯელონ და მსჯელობაში დაიბადება ჭეშმარიტება.

მე მესმის, რომ ქართული ღვინო საკმაოდ მაღალი ხარისხის საფეხურზე დგას დღეს... იზრდება ქართული ღვინის პოპულარობა და გავრცელება, რეალიზაცია სხვადასხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ეს მიზანი გარკვეულწილად მიღწეულია, თუმცა შეიძლება რა თქმა უნდა დამატებითი ინიციატივებიც გაზიარდეს, რათა ეს მაღალი საფეხურის ხარისხი შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაიზარდოს“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მაისიდან, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.

ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ/სამეწარმეო საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს. ვენახის გაშენებაზე თანხმობა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ უფასოდ გაიცემა.

სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი განსაზღვრავს სამეწარმეო ვენახის გაშენებასა და აღდგენა-განახლებასთან დაკავშირებულ პრინციპებს და პირობებს.

სამეწარმეო ვენახის გაშენება მოიცავს დაგეგმვას, ჯიშებისა და საძირეების შერჩევას, ნიადაგის მომზადებას, ნერგების დარგვას და ვენახის მოვლისა და განვითარებისთვის საჭირო სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ვენახის შესაბამის პროდუქტიულობას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიღება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყოტვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე - სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბოლო 22 წლის მოვლენებირუსთავი 2
  • ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა — მოსკოვი საპასუხო ზომების მიღებით იმუქრებაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
მიღება →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE