მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კარგი ტენდენციების მიუხედავად მოდუნება სწორი არასდროსაა. გვჭირდება ახალი რეფორმების განხორციელება | პრემიერი
კარგი ტენდენციების მიუხედავად მოდუნება სწორი არასდროსაა. გვჭირდება ახალი რეფორმების განხორციელება | პრემიერი

კარგი ტენდენციების მიუხედავად მოდუნება სწორი არასდროსაა. გვჭირდება ახალი რეფორმების განხორციელება | პრემიერი

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 16:00|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კარგი ეკონომიკური ტენდენციების მიუხედავად, მოდუნება არასწორი იქნება და ხელისუფლებამ ახალი რეფორმები უნდა განახორციელოს. ამის შესახებ პრემიერმა ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, მოდუნება არასდროს არ არის სწორი და ჩვენ გვჭირდება ახალი ინიციატივების განხორციელება, რეფორმების განხორციელება, რაზეც ყველა ეკონომიკური უწყება, ჩვენი სამთავრობო სტრუქტურები მუშაობენ ძალიან აქტიურად" - განაცხადა მან.

პრემიერის თქმით, ქვეყნის თანმიმდევრულ ეკონომიკურ ზრდას აქვს რამდენიმე მიზეზი, მათ შორისაა ეფექტიანი ეკონომიკური ჩარჩო, ეფექტიანი კანონმდებლობა და ძლიერი სამთავრობო გუნდი.„ჩვენს თანმიმდევრულ ეკონომიკურ ზრდას აქვს რამდენიმე მიზეზი. ზოგადად, გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური ჩარჩო, მათ შორის, ეფექტიანი კანონმდებლობა და ვფიქრობ, გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი. ვისარგებლებ შემთხვევით და სამთავრობო ეკონომიკური გუნდის თითოეულ წევრს გადავუხდი განსაკუთრებულ მადლობას. მადლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს. ამ ერთი წლისა და ცოტა მეტი ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ სამინისტროში. ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამ თემებთან დაკავშირებით, მაგალითად, რა ცვლილებები განხორციელდა სახელმწიფო საწარმოებში. მაგალითად, საქართველოს რკინიგზაში წელს გრძელდება ცვლილებების პროცესი და მარტო წელს, დამატებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს რკინიგზას წლიური შემოსავალი დაახლოებით 80 მლნ ლარით გაეზრდება. ასევე გვისაუბრია ხშირად საქართველოს ფოსტაში განხორციელებულ ცვლილებებზე. წამგებიანი იყო ეს ორგანიზაცია და წელს პირველად გახდება მოგებიანი. 20 მლნ ლარის დავალიანება ჰქონდა დაგროვილი ამ სახელმწიფო საწარმოს და არათუ ვალებს დააგროვებს, პირიქით, შეძლებს წლის ბოლომდე სავარაუდოდ ვალების გასტუმრებას და გავა საბოლოოდ მოგებაზე. ენერგეტიკის სფეროში იყო არასწორი პროცესები, თუმცა აქაც ვითარება გადალაგდა და ვფიქრობ, შემდეგი წლები ენერგეტიკისთვის იქნება აღმშენებლობის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წვლილი.

„ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წვლილი. შუა დერეფანი იქცა გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად და ეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს კიდევ უფრო მეტად ზრდის. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ამ მიმართულებით. დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება ამ სფეროში, ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გასაძლიერებლად და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში 2031 წლისთვის ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა, აბსოლუტურად რეალისტური. ამაზე ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს საპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, 2029 წლისთვის უკვე დასრულდება ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა. ასევე, აეროპორტებთან მიმართებით, გეგმაზომიერად ვმუშაობთ. ხორციელდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაფართოება. ბათუმში არის ამბიციური გეგმები და ასევე დაგეგმილი გვაქვს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა, რომელიც 2031 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. რკინიგზის მიმართულებით გვაქვს ასევე ამბიციური გეგმები, თვისებრივად გაძლიერდება რკინიგზის შესაძლებლობები. ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდეგ საქართველო თვისებრივად გაძლიერებული იქნება ამ თვალსაზრისით, შესაბამისად, ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ თემას“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში COP31-ის ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • „დიალოგს შინაარსი გამოაცალეთ“ – ელჩი ჰერჩინსკი „ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძეს პასუხობსფორმულა
  • ღარიბაშვილის პროცესზე დასასწრებად ექს-პრემიერის ბიძა, "კაკაშა" მივიდატვ პირველი
  • ლატვიის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის „გაერთიანებულმა სიამ“ გაიმარჯვა, რომელიც სეიმში ადგილების ისტორიულად რეკორდულ რაოდენობას მიიღებსიმედი
პრემიერი →

მსგავსი სტატიები

ჩვენი ვალია, ქვეყანაში ბიზნესის ხმა იყოს მკაფიო, საქმიანი და ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული - სოსო ფხაკაძე

ჩვენი ვალია, ქვეყანაში ბიზნესის ხმა იყოს მკაფიო, საქმიანი და ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული - სოსო ფხაკაძე

BM.GE

2020 წლის შემდეგ სიღარიბე 0.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია - ირაკლი კობახიძე

2020 წლის შემდეგ სიღარიბე 0.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოში, ბოლოს ალბათ საბჭოთა პერიოდში იყო"|პრემიერი მშენებლობის სექტორს აფასებს

"ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოში, ბოლოს ალბათ საბჭოთა პერიოდში იყო"|პრემიერი მშენებლობის სექტორს აფასებს

BM.GE

ხელისუფლება ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნით ბიზნესმენები | პრემიერი

ხელისუფლება ქმნის პირობებს ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თუმცა თავად ეკონომიკას ქმნით ბიზნესმენები | პრემიერი

BM.GE