მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კარტოფილის ექსპორტი 5-ჯერ შემცირდა - კლება ძირითადად რუსეთზე მოდის
კარტოფილის ექსპორტი 5-ჯერ შემცირდა - კლება ძირითადად რუსეთზე მოდის

კარტოფილის ექსპორტი 5-ჯერ შემცირდა - კლება ძირითადად რუსეთზე მოდის

BM.GE9 აგვისტო, 2026, 21:00|bm.ge

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი თითქმის 5-ჯერ შემცირდა. ქვეყანამ კარტოფილის გაყიდვით 4 მილიონ 879 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, ექსპორტზე სულ 18 414 ტონა პროდუქტი გავიდა. კლება 81.5%-ია. ამ პერიოდში შემცირდა ექსპორტის საექსპორტო არეალიც.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ქვეყანას რეკორდული რაოდენობის კარტოფილის ექსპორტი ჰქონდა. 2025 წლის 6 თვეში შემოსავალმა $26.5 მლნ შეადგინა.

მიმდინარე წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, კარტოფილის ექსპორტის კლება რუსეთში გაყიდვების მკვეთრი ვარდნით არის განპირობებული. რადგან გასულ წელს მთავარი საექსპორტო ბაზარი სწორედ რუსეთი იყო. თუ გასულ წელს იანვარ-ივნისში ამ მიმართულებით $20.5 მილიონის 50 347 ტონა კარტოფილი გაიყიდა, წელს ამავე პერიოდში $1.4 მლნ დოლარის 3 422 ტონა. კლება 92.9%-ია.

წელს კარტოფილის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი აზერბაიჯანი იყო, სადაც 2.2 მლნ დოლარის 11 777 ტონა პროდუქტი გავყიდეთ, მეორე ადგილზე რუსეთი იყო ($1.4 მლნ, 3 422 ტონა). მესამე ადგილზე კი $942 ათასით (2 126 ტონა) ბელარუსი, მეხუთეზე - სომხეთი ($195 ათასი), მეექვსეზე კი მცირედი მოცულობით 9.5 ათასი დოლარით და 21 ტონით კატარია.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს კარტოფილი ყაზახეთში, მოლდოვაში, თურქმენეთსა და უზბეკეთშიც გავიტანეთ. წელს 6 თვეში, ამ ქვეყნებში ექსპორტი ნულოვანია.ცნობისთვის, საქართველოში, 2025 წელს კარტოფილის წარმოება შემცირდა. სოფლის მეურნეობის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში 6.1%-ით ნაკლები კარტოფილი იწარმოვა, რამაც ჯამში 207.9 ათასი ტონა შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის ეკუთვნის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ცენტრალი“, რომელიც ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა?

ვის ეკუთვნის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ცენტრალი“, რომელიც ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა?

BM.GE

DeepSeek-მა რობოტების მწარმოებელ კომპანია Unitree-ში $20.8 მილიონის ინვესტიცია განახორციელა

DeepSeek-მა რობოტების მწარმოებელ კომპანია Unitree-ში $20.8 მილიონის ინვესტიცია განახორციელა

BM.GE

ესპანეთმა ადამიანთა კონტრაბანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიმინალური ქსელი გამოავლინა

ესპანეთმა ადამიანთა კონტრაბანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიმინალური ქსელი გამოავლინა

BM.GE

საუდის არაბეთში Aramco-ს ნავთობ ობიექტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა აიღეს

საუდის არაბეთში Aramco-ს ნავთობ ობიექტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა აიღეს

BM.GE