მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ესპანეთმა ადამიანთა კონტრაბანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიმინალური ქსელი გამოავლინა
ესპანეთმა ადამიანთა კონტრაბანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიმინალური ქსელი გამოავლინა

ესპანეთმა ადამიანთა კონტრაბანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიმინალური ქსელი გამოავლინა

BM.GE9 აგვისტო, 2026, 20:37|bm.ge

ესპანეთის პოლიციამ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მოქმედი, არალეგალ მიგრანტთა გადამყვანი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქსელი გაანადგურა. ვარაუდობენ, რომ დაჯგუფებამ ქვეყანაში უკანონოდ 2 000-ზე მეტი მიგრანტი შეიყვანა.

გამოძიების მიხედვით, დაჯგუფება მაღალსიჩქარიან კატერებს ორმხრივი მიზნებისთვის იყენებდა - ესპანეთიდან ალჟირში სინთეზური ნარკოტიკები გადაჰქონდათ, ხოლო უკანა გზაზე მიგრანტები იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე და კუნძულ იბიცაზე გადაჰყავდათ.

პირველადი შეფასებით, ჯგუფმა სულ მცირე, 64 ოპერაცია განახორციელა და 24 მილიონი ევროს მოგება ნახა. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში ესპანეთში ზღვით ჩასული არალეგალი მიგრანტების საერთო რაოდენობა 31%-ით შემცირდა. ეს ძირითადად კანარის კუნძულებზე ნაკადის 60%-იანი კლების დამსახურებაა, რაც დასავლეთ აფრიკის ქვეყნებთან გაფორმებულმა შეთანხმებებმა განაპირობა. თუმცა, იმავე პერიოდში, მიგრაციული ნაკადები ესპანეთის მატერიკულ ნაწილსა და ბალეარის კუნძულებზე 22%-ითა და 10%-ით გაიზარდა, რადგან კონტრაბანდისტებმა მარშრუტები ალჟირისკენ შეცვალეს.

ევროპოლთან, ასევე საფრანგეთის, პორტუგალიისა და პოლონეთის პოლიციასთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, ამოღებულია 5 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების 18 სწრაფი კატერი. დაკავებულია 78 პირი. ქსელი თითოეულ ადამიანს გადაყვანაში 12 000 ევროს ართმევდა და ერთი რეისით 50-მდე მიგრანტი გადაჰყავდა. სამოქალაქო გვარდიის განცხადებით, ზღვის გადაკვეთა მიგრანტებისთვის სასიკვდილოდ სახიფათო იყო. ისინი აბობოქრებულ ზღვაში გადაჭედილი ნავებით, მაღალი სიჩქარით, ყოველგვარი განათებისა და უმეტეს შემთხვევაში, სამაშველო ჟილეტების გარეშე მგზავრობდნენ.

„ზოგჯერ მგზავრებს ნავზე აბამდნენ კიდეც, რათა გადასვლისას წყალში არ გადავარდნილიყვნენ“, - აცხადებს პოლიცია და დასძენს, რომ ორგანიზაცია განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა როგორც საკუთარი წევრებისა და მიგრანტების, ისე პოლიციის მიმართ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ესპანეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ესპანეთთან სასაზღვრო კონტროლის შეჩერებას და უარყო მადრიდის მუქარა საპასუხო ზომების მიღების შესახებიმედი
  • სეუტაში მიგრაციული კრიზისი გრძელდება - ესპანეთი უკანონო მიგრანტების გაძევებას აგრძელებსრუსთავი 2
  • ესპანეთის ექსკლავში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდატვ პირველი
  • ესპანეთის ანკლავ სეუტას საზღვარი ბოლო 1 დღეში 49 000-მა მიგრანტმა გადაკვეთაფორმულა
ესპანეთის →

მსგავსი სტატიები

ვის ეკუთვნის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ცენტრალი“, რომელიც ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა?

ვის ეკუთვნის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ცენტრალი“, რომელიც ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა?

BM.GE

DeepSeek-მა რობოტების მწარმოებელ კომპანია Unitree-ში $20.8 მილიონის ინვესტიცია განახორციელა

DeepSeek-მა რობოტების მწარმოებელ კომპანია Unitree-ში $20.8 მილიონის ინვესტიცია განახორციელა

BM.GE

კარტოფილის ექსპორტი 5-ჯერ შემცირდა - კლება ძირითადად რუსეთზე მოდის

კარტოფილის ექსპორტი 5-ჯერ შემცირდა - კლება ძირითადად რუსეთზე მოდის

BM.GE

საუდის არაბეთში Aramco-ს ნავთობ ობიექტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა აიღეს

საუდის არაბეთში Aramco-ს ნავთობ ობიექტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა აიღეს

BM.GE