
ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, დღეს, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე | Rustavi2
ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბოდბის ტაძარში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის თითოეულ წევრს და ასევე თითოეულ სასულიერო პირს დედაეკლესიასა და სამშობლოს სიმტკიცეზე ზრუნვისთვის.
„მადლობა მინდა გადავუხადო მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის თითოეულ წევრს და ასევე თითოეულ სასულიერო პირს. თითოეული თქვენგანის, თითოეული სასულიერო პირის ღვაწლი არის განსაკუთრებული, სწორედ თქვენ უფრთხილდებით ჩვენს დედაეკლესიას და თქვენ ზრუნავთ ჩვენი დედაეკლესიის და ჩვენი სამშობლოს სიმტკიცეზე და მადლობა თითოეულ თქვენგანს.
ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ამისათვისაც გვინდა, რომ განსაკუთრებული მადლობა შემოგწიროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ თქვენგანს გიორგობის დღესასწაულს, წმინდა გიორგი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, წმინდა ნინო ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას,“- აღნიშნა პრემიერმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge