მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "კერძო და საჯარო თანამშრომლობის ახალი მოდელი შეიქმნა" - ვანო ზარდიაშვილი ურბნისის ქვესადგურზე
"კერძო და საჯარო თანამშრომლობის ახალი მოდელი შეიქმნა" - ვანო ზარდიაშვილი ურბნისის ქვესადგურზე

"კერძო და საჯარო თანამშრომლობის ახალი მოდელი შეიქმნა" - ვანო ზარდიაშვილი ურბნისის ქვესადგურზე

BM.GE14 მაისი, 2026, 20:05|bm.ge

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ ურბნისის ქვესადგურთან დაკავშირებით კერძო-საჯარო თანამშრომლობა ახალი მოდელია, რის შედეგადაც ელექტროსისტემა 20 მილიონ ლარს დაზოგავს. მან ამის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ ვანო ზარდიაშვილმა და ექვსი კერძო ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც ქვესადგური „ურბნისის“ ერთობლივ პროექტირებასა და მშენებლობას ითვალისწინებს. დაგეგმილია 220 კილოვოლტიანი ქვესადგურის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ინტეგრაციას. შეთანხმების მიხედვით, კომპანიები საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობის შეძენასა და მიწოდებას, ხოლო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს ქვესადგურის პროექტირებას, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს.

"დღევანდელი დღე იყო უპრეცედენტო, სადაც კერძო და საჯარო თანამშრომლობის ახალი მოდელი შეიქმნა. ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, სადაც დაიგეგმა ურბნისის ქვესადგურის ერთობლივად მშენებლობა. დაახლოებით 20 მილიონ ლარს დაზოგავს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და ამ ხარჯს გაწევს ბიზნესი. ურბნისის ქვესადგური არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გენერაციის წყაროების დასაერთებლად და ვფიქრობთ, რომ მსგავსი პრაქტიკა ცალსახად დასანერგია, სადაც ორივე მხარე გამოხატავს კმაყოფილებას და მზაობას",- ამბობს ვანო ზარდიაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE