მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „კერძო სექტორი თქვენი ხელის შემშლელი კი არა, პარტნიორი და მხარდამჭერია" - ჯანდაცვის ექსპერტი მინისტრს
„კერძო სექტორი თქვენი ხელის შემშლელი კი არა, პარტნიორი და მხარდამჭერია" - ჯანდაცვის ექსპერტი მინისტრს

„კერძო სექტორი თქვენი ხელის შემშლელი კი არა, პარტნიორი და მხარდამჭერია" - ჯანდაცვის ექსპერტი მინისტრს

BM.GE9 მაისი, 2026, 22:28|bm.ge

„კერძო სექტორი თქვენი ხელის შემშლელი კი არა, პარტნიორი და მხარდამჭერია“, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის ექსპერტი დღეს „იმედის“ ეთერში დებატებისას ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ „დღეს ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდადაა დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე“.

ანდრია ურუშაძემ აღნიშნა, რომ დარგს სწორი რეგულირება სჭირდება.

„საქართველოში დღეს ჩამოყალიბდა მოდელი, სადაც სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორის მთავარი მარეგულირებელი და დამფინანსებელია და კერძო სექტორს აქვს თავისი ვალდებულება სერვისის მიწოდების.

არის ასეთი ქართული გამოთქვა: „ცუდ მოცეკვავეს ფეხები უშლიდნენო“ - კერძო სექტორი თქვენი ხელის შემშლელი კი არ არის, თქვენი პარტნიორი და მხარდამჭერია და თუ იქნება სწორი რეგულაცია, სწორი მხარდაჭერა, რადგან თქვენ აწესებთ ფასებს და თამაშის წესებს, თქვენს ხელშია მთლიანად რეგულაციური ყველა ინსტრუმენტი, არ მახსოვს რომელიმე გადაწყვეტილება, რომელიც კერძო სექტორს არ შეესრულებინოს ზოგი გონივრულიც და ძალიან კარგიც, მაგალითად რეფერენტული ფასები, რაც თქვენს ახსენეთ, ამასთან ბევრი რეგულაციაა, რომელიც ლოგიკიდან შორს არის“, - განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა.

მისი შეფასებით, მედიკამენტებზე ჯიბიდან დანახარჯები, რეფერენტული ფასების შემოღების შემდეგაც კი მაღალია და ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

„რაც შეეხება უშუალოდ მეორე ნაწილს, რაც მედიკამენტებთან არის დაკავშირებული. გასაგებია, რომ პრობლემაა. თავიდან შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვა დავიწყეთ ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე და ნაკლები ყურადღება დავუთმეთ მედიკამენტების ანაზღაურებას. საბედნიეროდ შემდეგ, რასაც სუბსიდირების პროგრამა ჰქვია, სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული, რეფერენტული ფასებიც სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ ის რომ მედიკამენტები ძვირდება და ხელმისაწვდომობა ისევ პრობლემაა, ის რომ მოსახლეობა ჯიბიდან ისევ ჯანდაცვის ხარჯის ნახევარს იხდის და ამ თანხის დიდ ნაწილს მედიკამენტების ხარჯი შეადგენს, ესეც დღევანდელი დღის წესრიგის მთავარი თემაა“, - განაცხადა ურუშაძემ.

კითხვაზე - რომელი რეგულაციაა მისთვის გაუმართლებელი, ჯანდაცვის სპეციალისტი ამბობს, რომ ეს კლინიკების რეგულირების ნაწილში სახელმწიფოს გადაჭარბებული ჩარევაა და განმარტავს: „ძალიან ბევრი რეგულაცია, მათ შორის იგივე როდესაც სასამართლომდე შემოწმების და დაჯარიმების უფლება მიიღო მარეგულირებელმა, როცა გასაჩივრების უფლება არ აქვს კლინიკას შემოწმების დროს, როცა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეუძლია შევიდეს კლინიკაში... - ეს თითქოს თავისი შინაარსით რეგულირების განმტკიცებაა, მაგრამ ის, რომ სასამართლოს გარეშე შეუძლიათ ადამიანი დააჯარიმონ და მერე სასამართლოში აქეთ უნდა იდავოს, რომ თვითონ არის მართალი, არასწორია. საბოლოო ჯამში, ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაუბრუნდეს თავისი პოლიტიკის შექმნის, მარეგულირებელ ფუნქციას და არ უნდა შეასრულოს ფინანსური პოლიციის და სასამართლოს ფუნქცია - ეს არ არის სწორი“, - აღნიშნა ურუშაძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"შეკვეთები იზრდება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ" - "აჭარა ტექსტილე"

"შეკვეთები იზრდება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ" - "აჭარა ტექსტილე"

BM.GE

ინფლაციური მოლოდინები და მიწოდების შოკი - რას შეცვლის რეფინანსირების განაკვეთის ზრდა?

ინფლაციური მოლოდინები და მიწოდების შოკი - რას შეცვლის რეფინანსირების განაკვეთის ზრდა?

BM.GE

“გაიზრდება საშუალო ანაზღაურება”- რა გავლენა ექნება უცხოელების დასაქმების შეზღუდვას შრომის ბაზარზე?

“გაიზრდება საშუალო ანაზღაურება”- რა გავლენა ექნება უცხოელების დასაქმების შეზღუდვას შრომის ბაზარზე?

BM.GE

Amazon-ი გლობალურ ლოგისტიკურ ბაზარზე შედის და UPS-სა და FedEx-ს კონკურენციას უწევს

Amazon-ი გლობალურ ლოგისტიკურ ბაზარზე შედის და UPS-სა და FedEx-ს კონკურენციას უწევს

BM.GE