
დედისგან მიიღო $130 000-ის დახმარება, ქველმოქმედებაში ₾100 000 დახარჯა - ფოთის დელაგატის დეკლარაცია
პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრმა და ფოთის დელეგატმა გიორგი ხახუბიამ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2026 წლის 31 ივლისს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატი და მისი მეუღლე, ნინო სარიშვილი, მსხვილ უძრავ ქონებას, რამდენიმე კომპანიაში წილებს, დიდ შემოსავლებს ფლობენ და ასევე, აქვთ მსხვილი საბანკო ვალდებულებებიც.
დეკლარაციის თანახმად, გასული 2025 წლის განმავლობაში გიორგი ხახუბიამ დედისგან (მაკა ხახუბია) ფინანსური დახმარების სახით 130 000 აშშ დოლარი მიიღო (ხოლო მისმა მეუღლემ, ნინო სარიშვილმა დედისგან 50 000 აშშ დოლარი), ქველმოქმედებაში კი დეპუტატმა 100 000 ლარი დახარჯა.
დეკლარაციაში გიორგი ხახუბიას საკუთრებაში არსებული არაერთი უძრავი ქონებაა ასახული.
გიორგი ხახუბიას საკუთრებაშია:
• ბინა ბათუმში: შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ფართობი: 29.05 კვ.მ (შეძენილია 2020 წელს, ნასყიდობა - 45,000 USD). • ბინა ბათუმში: შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ფართობი: 30.00 კვ.მ (შეძენილია 2020 წელს, ნასყიდობა - 45,000 USD). • ბინა თბილისში:წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირზე ფართობი: 110.09 კვ.მ (მიღებულია 2018 წელს, ჩუქება - 0 GEL). • ბინა ბაკურიანში: კობა წაქაძის ქუჩაზე ფართობი: 98.2 კვ.მ (შეძენილია 2020 წელს, ნასყიდობა - 120,000 USD). • ბინა ბაკურიანში (17%-იანი წილი): დიდველის ქუჩაზე ფართობი: 42 კვ.მ (მიღებულია 2023 წელს, მემკვიდრეობა; თანამესაკუთრეები: მაკა ხახუბია, გიორგი ხახუბია). • საცხოვრებელი სახლი ფოთში: დანელიას ქუჩა N24, ფართობი: 581 კვ.მ (მიღებულია 2020 წელს, ჩუქება; შენობა-ნაგებობები N1, N2). • საცხოვრებელი სახლი თბილისში (17%-იანი წილი): ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩაზე ფართობი: 515 კვ.მ (მიღებულია 2023 წელს, მემკვიდრეობა; მშენებარე შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი: 651.90 კვ.მ; თანამესაკუთრეები: მაკა ხახუბია, გიორგი ხახუბია). • აგარაკი ბახმაროში: გურიას ქუჩა, ფართობი: 100 კვ.მ (მიღებულია 2020 წელს, ჩუქება). • მიწის ნაკვეთი წყნეთში: მშვიდობის ქუჩაზე ფართობი: 4,224 კვ.მ (შეძენილია 2019-2021 წლებში, ჯამური ნასყიდობის ღირებულება - 570,000 USD). • მიწის ნაკვეთი თბილისში: ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩაზე ფართობი: 563 კვ.მ (შეძენილია 2023 წელს, ნასყიდობა - 80,000 USD). კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი უჩანეიშვილის ქუჩაზე ფართობი: 97 კვ.მ (შეძენილია 2020 წელს, ნასყიდობა - 19,000 GEL). • მიწის ნაკვეთი ფოთში: სერგი დანელიას ქუჩა, ფართობი: 633 კვ.მ (შეძენილია 2021 წელს, ნასყიდობა - 19,000 USD). • მიწის ნაკვეთი ფოთში: ს. დანელიას ქუჩაზე, ფართობი: 495 კვ.მ (შეძენილია 2021 წელს, ნასყიდობა - 11,000 USD; შენობა-ნაგებობები N01, N02, N03). • მიწის ნაკვეთი ფოთში: ქ. ფოთი, მდ. რიონის ნაბადის კალაპოტის მარცხენა ნაპირის გასწვრივ, ფართობი: 601 კვ.მ (მიღებულია 2020 წელს, ჩუქება - 0 GEL).
ასევე, ოჯახის საკუთრებაშია
• ბინა თბილისში: გაზაფხულის ქუჩაზე ფართობი: 229.8 კვ.მ (შეძენილია 2015 წელს, ნასყიდობა - 200,000 GEL; გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება). • საცხოვრებელი სახლი თბილისში: ქ. თბილისი, ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩა N41, საერთო ფართობი: 867 კვ.მ (შეძენილია 2021 წელს, ნასყიდობა — 750,000 USD; შენობა-ნაგებობა N1 — მშენებარე, 829.6 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი 475.7 კვ.მ, საზაფხულო 96.9 კვ.მ, სარდაფი 163.9 კვ.მ, ავტოსადგომი 34.5 კვ.მ, აუზი 58.6 კვ.მ). • არასაცხოვრებელი ფართი თბილისში: გაზაფხულის ქუჩაზე, ფართობი: 23.3 კვ.მ (შეძენილია 2015 წელს, ნასყიდობა - 0 GEL; მითითებულია, რომ სარდაფი შედის ბინის ღირებულებაში). • ავტოფარეხი თბილისში იმავე მისამართზე ფართობი: 33.6 კვ.მ (შეძენილია 2015 წელს, ნასყიდობა - 0 GEL; შეძენილია ბინასთან ერთად).
დეკლარაცია გასული წლის ქონებრივ მდგომარეობას ასახავს, თუმცა ოჯახმა, დეკლარაციის შევსებამდე მიმდინარე წელს ქონება გაყიდა (2026 წლის 21 ივლისს):
• ბინა თბილისში: ილია ჭავჭავაძის გამზ. N7, 137.26 კვ.მ (შეძენილი იყო 2016 წელს, 450,000 USD). • ტერასა თბილისში: ილია ჭავჭავაძის გამზ. N7, 146.82 კვ.მ (შეძენილი იყო ბინასთან ერთად). • 3 ავტოფარეხი თბილისში: ილია ჭავჭავაძის გამზ. N7 (შეძენილი 10,000 USD, 10,000 USD და 0 USD)
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, გიორგი ხახუბიას დეკლარაციაში მითითებულია 2021 წლის Toyota Camry, რომელიც $41,000-ად შეიძინა, 2007 წლის Mercedes Benz ML, რომელიც 2017 წელს საჩუქრად მიიღო, 12,000 ევროდ შეძენილი Rolex-ის მაჯის საათი და 2019 წლის Harley-Davidson-ის მოტოციკლი, რომლის შესაძენადაც $20,000 გადაიხადა.
საბანკო ანგარიშებზე ხახუბიას სხვადასხვა ვალუტაში აქვს. მათ შორის, თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშებზე დეკლარაციის მიხედვით ფიქსირდება 20,000 ლარზე მეტი, ასევე $4,326 . ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ხახუბიას რამდენიმე იპოთეკური სესხიც აქვს. მათ შორის, $150,000-იანი სესხის ნაშთი 2026 წლის 1 ივლისისთვის $36,932.45-ს შეადგენდა, $33,500-იანი სესხის ნაშთი - $15,036.62-ს, ხოლო $750,000-იანი სესხის ნაშთი - $581,401.87-ს. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ეს ვალდებულებები მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ სესხებს წარმოადგენს.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ხახუბიას ნაღდი ფულის სახით $50,000 აქვს მითითებული. თანხის წყაროდ პირადი შემოსავლები და მემკვიდრეობა სახელდება.
დეპუტატი რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს, რომლებიც მართვის უფლებით სხვა პირებისთვის აქვს გადაცემული:
• შპს „ეგრისი +“ (34% წილი) - გასულ წელს დივიდენდის სახით მიიღო 386,981.86 ლარი. • შპს „აისბერგი 2“ (12.5% წილი) - მიღებული შემოსავალი: 166,725 ლარი. • შპს „გეოფიშ კომპანი“ (1.5% წილი) - მიღებული შემოსავალი: 24,950 ლარი.
ასევე ფლობს წილებს შპს „ევრო ტესტში“ (25%), შპს „ჯეონათსში“ (12.5%), შპს „იზიში“ (34%) და შპს „ჯორჯიან დეველოპმენტ 2023-ში“ (50%).
მისი მეუღლე, ნინო სარიშვილი, ფლობს წილებს შპს „მარელში“ (50%, შემოსავალი - 106,600 ლარი), შპს „გეოფიშ კომპანიში“ (1.5%, შემოსავალი - 24,950 ლარი), შპს „ეი ჯი ეს ჯგუფში“ (33.34%), შპს „ენ-თე-ენ საქართველოში“ (80%) და შპს „ახალ ქალაქში“ (100%).
გიორგი ხახუბიას 2025 წელს საქართველოს პარლამენტის წევრის საქმიანობიდან 113,409 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. მისი მეუღლის, ნინო სარიშვილის, დეკლარაციაში მითითებულია შპს „სათნოში“ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან 13,085 ლარის შემოსავალი.
2025 წლის განმავლობაში გიორგი ხახუბიას დეკლარაციაში ასევე მითითებული აქვს 18,000 ევროს ხარჯი შვილების სწავლისთვის, $40,000 - ავეჯისა და ინვენტარის შესაძენად, 100,000 ლარი - ქველმოქმედებისთვის, 100,000 ლარი - პირადი ხარჯებისთვის და 90,000 ლარი - ოჯახთან ერთად მოგზაურობისთვის.
ამავე პერიოდში ნინო სარიშვილმა პირად ხარჯებზე 100,000 ლარი დახარჯა. დეკლარაციაში გიორგი ხახუბიას შემოსავლად ასევე მითითებულია დედის, მაკა ხახუბიასგან მიღებული $130,000 დახმარება, ხოლო ნინო სარიშვილს დედისგან, ეკატერინე ხურციასგან, $50,000 დახმარება აქვს მიღებული.
BM.GE
წყარო: bm.ge