მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ხალხის ძალა" ფასების კომისიის რეკომენდაციების ნაწილს არ ეთანხმება
"ხალხის ძალა" ფასების კომისიის რეკომენდაციების ნაწილს არ ეთანხმება

"ხალხის ძალა" ფასების კომისიის რეკომენდაციების ნაწილს არ ეთანხმება

BM.GE1 მაისი, 2026, 17:05|bm.ge

საპარლამენტო ჯგუფ "ხალხის ძალის" წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ფასების საპარლამენტო კომისიის დასკვნის მიღების გადადებას ითხოვს. როგორც დეპუტატმა განაცხადა, დოკუმენტის სიღრმისეულად გასაცნობად საკმარისი დრო არ იყო, ამასთან, იგი კომისიის მიერ შეთავაზებულ რიგ რეკომენდაციებს, მათ შორის, კერძო ეტიკეტირების დანერგვასა და ბავშვთა კვების ფასების დარეგულირების მიდგომებს აკრიტიკებს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, დასკვნაში ასახული ზოგადი მიდგომები მისაღებია, თუმცა მეტი კონკრეტიკაა საჭირო. სეფაშვილი ე.წ. "კერძო ეტიკეტის" დანერგვის ინიციატივას გამოყოფს და მიიჩნევს, რომ ეს მცირე და საშუალო ბიზნესს დააზარალებს და ბაზარზე მონოპოლიებს წაახალისებს.

"მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები კერძო ეტიკეტის დანერგვის პრაქტიკას საქართველოში, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, გარკვეულ ქსელებს მივანიჭოთ გაზრდილი საბაზრო ძალაუფლება და საბოლოო ჯამში, ეს ისევ მიგვიყვანს მათ მონოპოლიურ მდგომარეობამდე. ეს არანაირად არ არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, იმიტომ რომ თუ მათი ეტიკეტირება, სახელი და იდენტობა დაიკარგება და ვიღაც მსხვილი ბიზნესოპერატორი გააკონტროლებს ამას, ისევ მონოპოლიისკენ მივდივართ. თუმცა ეს მსჯელობის საკითხია, როგორ და რანაირად წარმოგვიდგება", - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

დეპუტატმა მედიკამენტების ბაზარსა და რეფერენტული ფასების სისტემის გადახედვის საჭიროებაზეც ისაუბრა.

"მედიკამენტებთან დაკავშირებით საუბარი იყო რეფერენტულ ფასებზე. ამ წლების განმავლობაში, რაც დაინერგა ეს ფასები, გარკვეული გამოწვევები უკვე გამოჩნდა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა დასკვნამ ეს გამოწვევები უნდა ასახოს და გაასწოროს ის, რაც ამ რეფერენტულმა ფასებმა გამოიწვია, რათა კიდევ უფრო გაჯანსაღებული მოდელი შევთავაზოთ [ბაზარს]", - აცხადებს "ხალხის ძალის" დეპუტატი.

სეფაშვილის თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას და ქმედით ნაბიჯებს საჭიროებს ბავშვთა კვების პროდუქტებზე არსებული ფასები, რადგან "ფასების კომისიის" მიერ მომზადებულ დასკვნაში გაწერილი მიდგომები საკმარისი არ არის.

"აუცილებლად ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბავშვთა კვების პროდუქტებზე, რომლებიც კოსმიური ფასები ღირს. საქართველოში დღევანდელი დემოგრაფიული პრობლემების გათვალისწინებით, ყველამ იცის, რომ ეს ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი პრობლემა არ არის, ძალიან მძიმე პრობლემაა და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, მაგრამ ბავშვთა კვება არის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ვფიქრობთ, რამე უფრო მეტად კონკრეტული, ქმედითი, ღირებული და ხელსაყრელი მიდგომა შევიმუშაოთ. აქ გაწერილ მიდგომასთან დაკავშირებით კითხვები მაქვს", - აღნიშნა სეფაშვილმა.

"ხალხის ძალის" წარმომადგენელმა კოლეგებს მოუწოდა, დოკუმენტის საბოლოო დამტკიცებისგან დღევანდელ სხდომაზე შეიკავონ.

"სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ დრო არ იყო საკმარისი ამ დასკვნის და კონკრეტული რეკომენდაციების შინაარსის უკეთ გასაგებად. "ხალხის ძალის" ჯგუფის სახელით, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, თავი შევიკავოთ დღეს ამ დასკვნის მიღებისგან და კიდევ უფრო მეტი დრო გამოვყოთ იმისათვის, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ და ვიმსჯელოთ, კონკრეტული რეკომენდაციები კონკრეტულად რას ნიშნავს, რომ უფრო ინფორმირებულად დავუჭიროთ ან არ დავუჭიროთ მხარი ამ ყველაფერს", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, "ფასების საპარლამენტო კომისიის" დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" დეპუტატმა, შოთა ბერეკაშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა წარადგინა.

დასკვნა გასული სამი თვის განმავლობაში კომისიაზე მოსმენილ სურსათის მწარმოებლების, რიტეილ სექტორის, სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიებისა და ნავთობიმპორტიორი კომპანიების განცხადებებს ემყარება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხალხის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 80 სტატია.

  • ხალხის პასუხი პარტიებს, რომლის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასაც მმართველი გუნდი საფუძვლიანად ითხოვს - მმართველი გუნდის პოზიცია 25 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ხალხის ნებას ვერანაირი რეპრესია, ჩაგვრა თუ პარტიების აკრძალვა წინ ვერ აღუდგება - გეგელიატვ პირველი
  • „არ დანებდეთ“ – რობერტა მეცოლას გზავნილი ქართველ ხალხს და პასუხი “იმედს”ნეტგაზეთი
  • ანდრეი სიბიგა დონალდ ტრამპს პასუხობს: ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვსფორმულა
ხალხის →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE