მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ხალხმა უნდა გაიგოს, რომ არსებობს ქართული ჩაი" - სექტორი ჩაის პოპულარიზაციაში დახმარებას ითხოვს
"ხალხმა უნდა გაიგოს, რომ არსებობს ქართული ჩაი" - სექტორი ჩაის პოპულარიზაციაში დახმარებას ითხოვს

"ხალხმა უნდა გაიგოს, რომ არსებობს ქართული ჩაი" - სექტორი ჩაის პოპულარიზაციაში დახმარებას ითხოვს

BM.GE12 ივლისი, 2026, 15:05|bm.ge

ქართული ჩაის სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად პლანტაციების აღდგენისა თუ აგროსექტორში სხვა სახელმწიფო პროგრამებისა, ბოლო 10 წელიწადში პლანტაციების ფართობი 54%-ით 2100 ჰა-მდე შემცირდა.

კომპანია Greengold-ის დამფუძნებელი ნიკა სიორიძე „საქმის კურსთან“ ამბობს, რომ ჩაის მწარმოებელთა მთავარი გამოწვევა ქართული ჩაის ცნობადობაა. სწორედ ამიტომ მთავარი აქცენტი, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან დღეს პროდუქციის პოპულარიზაციასა და საბრუნავი სახსრების ხელმისაწვდომობაზე უნდა იყოს მიმართული.

„ფართობები რომ აღდგა, ფაქტობრივად 50% უკვე ისევ განადგურებული არის. ეს გამოიწვია იმან, რომ პირველ რიგში, არ გვქონდა ცოდნა და პროდუქციის რეალიზაციის ძალიან დიდი პრობლემები იყო. სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს ცოდნისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესების კუთხით, ხელი შეუწყოს... ცხრა წელზე მეტია ჩაის კომპანიები მუშაობენ, პროდუქტი დავდეთ და ეს პროდუქტი ნამდვილად კონკურენტუნარიანი არის. ახლა, სახელმწიფოსთან ჩვენი ერთადერთი მთავარი თხოვნა არის ის, რომ უნდა იყოს შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის და ეს აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის უმთავრესი მეჩაიესთვის. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერთოს ქართული ჩაის მარკეტინგში“, - ამბობს ნიკა სიორიძე.

Greengold-ის დამფუძნებლის გათვლებით, მარკეტინგულ აქტივობებში იმ თანხების 10% მაინც უნდა დაიხარჯოს, რაც წლების განმავლობაში პლანტაციების აღდგენის თუ იაფი აგროკრედიტის ფარგლებშია დახარჯული.

„სახელმწიფომ თანხები უნდა ჩადოს ქართული ჩაის პოპულარიზაციაში. ზუსტ რაოდენობას მე ვერ დავასახელებ, მაგრამ რაც აქამდე ჩადო თანხები ჩაის რეაბილიტაციის პროგრამებში, შეღავათიან აგროკრედიტში, სხვადასხვა საგრანტო პროექტებში, იმის 10% მაინც რომ დახარჯოს ახლა პიარში და მარკეტინგში, ჩემი აზრით, ეს უკვე კარგი დასაწყისია. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ზოგადად არსებობს ქართული ჩაი და ხალხმა უნდა გასინჯოს ეს პროდუქტი. მერე უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული, როგორ გემოებს შევთავაზებთ ან როგორ ფასებს დავდებთ, მაგრამ თუ ვერავინ ვერ გაიცნო ქართული ჩაი, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ძალებით, რომ მასშტაბური პოპულარიზაცია გავაკეთოთ. აქ ვხედავ ზუსტად სახელმწიფოს როლს“, - ამბობს სიორიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანში საწვავის დეფიციტი გამწვავდა

ირანში საწვავის დეფიციტი გამწვავდა

BM.GE

რა აჩვენა ეროვნული გამოცდების შედეგებმა?| განათლების მკვლევარ შალვა ტაბატაძის ანალიზი

რა აჩვენა ეროვნული გამოცდების შედეგებმა?| განათლების მკვლევარ შალვა ტაბატაძის ანალიზი

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ეროვნულ სატყეო სააგენტოში 401 ტყის მცველის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს

ეროვნულ სატყეო სააგენტოში 401 ტყის მცველის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს

BM.GE