მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ხარისხიანი თხილი სულ მცირე 10 ლარი ეღირება”|”ჯეო ნათსის" პროგნოზი და რჩევები ფერმერებს
"ხარისხიანი თხილი სულ მცირე 10 ლარი ეღირება”|”ჯეო ნათსის" პროგნოზი და რჩევები ფერმერებს

"ხარისხიანი თხილი სულ მცირე 10 ლარი ეღირება”|”ჯეო ნათსის" პროგნოზი და რჩევები ფერმერებს

BM.GE18 ივნისი, 2026, 09:00|bm.ge

თხილის გადამმუშავებელი და ექსპორტიორი კომპანია „ჯეო ნათსის“ (Geo Nuts) დირექტორის ჯენერ ბელქანიას პროგნოზით, შესაძლოა, წელს პრემიუმ ხარისხის თხილის ფასი 13 ლარი არ იყოს, მაგრამ “მაღალი ფასი იქნება”.

თხილის დარგში არსებულ მოლოდინებზე, საფასო პოლიტიკასა და ფერმერების წინაშე მდგარ გამოწვევებზე მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე, მათ შორის საქართველოში, მიუხედავად ხშირი წვიმებისა, თხილის დიდ მოსავალს ელოდებიან და ჭარბი მიწოდების პირობებშიც, უმაღლესი ხარისხის პროდუქტზე მოთხოვნა და ფასი კვლავ მაღალი შენარჩუნდება.

"წელს, შეიძლება 13 ლარი არ იყოს, მაგრამ მაღალი ფასი იქნება, დამერწმუნეთ. კარგ და ხარისხიან თხილზე იქნება მაღალი ფასი და მოთხოვნაც. ერთი კილო თხილიც არ დარჩება გაუყიდველი. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე ვიცით, რომ ყველა ეძებს პრემიუმ ხარისხის თხილს და არა - ჩვეულებრივს, რომელიც, დავუშვათ, ფაროსანასგან ან არასწორი შეგროვების გამო არის დაზიანებული. ჩემი პროგნოზით, წლევანდელი ფასი შარშანდელ ნიშნულს არ ჩამოუვარდება”, - აცხადებს ჯენერ ბელქანია.

“ჯეო ნათსის” დირექტორი საოჯახო მეურნეობებსა და მცირე ფერმერებს მოუწოდებს, მეტი ყურადღება დაუთმონ ბაღების მოვლას, რათა თხილის რეალიზაციიდან მაქსიმალური შემოსავალი მიიღონ.

“საოჯახო პირობებში, ერთ ჰექტარზე სრულიად შესაძლებელია 3 ტონა თხილის მიღება. ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს! ხარისხიანი თხილი სულ მცირე 10 ლარი ეღირება. როგორც კარგი მანქანა ღირს ძვირი, ისე ღირს კარგი თხილიც. მე მყავს ფერმერების ჯგუფი, რომელიც 4 ტონასაც იღებს, მაგრამ 3 ტონაც რომ ავიღოთ - ეს არის 30 000 ლარი წელიწადში. მისი მოვლა, აღება, ყველაფერი ერთად 4 000 ლარზე მეტი არ ჯდება. თუნდაც ეს ხარჯი ორჯერ გავზარდოთ და 8 000 ლარი ვთქვათ, ფერმერს სუფთა მოგება მინიმუმ 22 000 - 25 000 ლარი მაინც რჩება”, - განაცხადა მან.

მისივე ინფორმაციით, კომპანია „ჯეო ნათსი“ ამ დრომდე აქტიურად ახორციელებს ექსპორტს, თუმცა სეზონი დასასრულს უახლოვდება, რადგან სექტორში თავისუფალი ნაშთები თითქმის აღარ არის.

„ჩვენი ძირითადი ბაზარი ყოველთვის იყო და არის ევროპა - იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი. რა თქმა უნდა, ჩინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნებიც. ახლა სექტორში დარჩენილი თითქმის აღარ არის თხილი, მალე დავასრულებთ და გვექნება ერთთვიანი პაუზა მომავალ სეზონამდე, ახალ მოსავალს დაველოდებით”, - აღნიშნა მან.

ინტერვიუში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თხილის ბაღების მოვლის პრაქტიკაზე. ჯენერ ბელქანიამ აღნიშნა, რომ მხოლოდ 2-3-ჯერ შეწამვლა სასურველ შედეგს ვერ იძლევა და აუცილებელია, სისტემური მიდგომა.

“ჩვენ ფაროსანაზე შარშან შევწამლეთ 12-ჯერ! ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ შეწამვლა ეგ არაფერი არ არის. ბაღი უნდა დამუშავდეს ფაროსანას წინააღმდეგ 12-ჯერ. ეს არის ძალიან მარტივი”, - თქვა მან.

წამყვანის კითხვაზე, აქვთ თუ არა ადგილობრივ საოჯახო მეურნეობებს ამის ფინანსური შესაძლებლობა, ჯენერ ბელქანიამ განმარტა, რომ ეს პროცესი სინამდვილეში საკმაოდ იაფია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტექნიკური აღჭურვილობა ფერმერებს უკვე აქვთ.

“ერთი ჰექტარის შეწამვლა ჯდება 50 ლარი. მოგეხსენებათ, გლეხებში დარიგდა შესაწამლი სასხური აპარატები. თუ ეს აპარატი არის, ამით სრულიად შესაძლებელია 50 ლარად შეიწამლოს ერთი ჰექტარი”, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: 2025 წელს, საქართველომ თხილის ექსპორტით 172 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ თხილი არის პროდუქტი, რომლის ექსპორტიც ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში ხდება. მიმდინარე წლის ოთხ თვეში კი, თხილისა და სხვა კაკლოვანების ადგილობრივმა ექსპორტმა უკვე 60 მილიონი დოლარი შეადგინა. ძირითადი ბაზრები წელსაც ევროკავშირი იყო - იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი

საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი

BM.GE

გივი მიქანაძემ რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გამართა|რა საკითხები განიხილეს?

გივი მიქანაძემ რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გამართა|რა საკითხები განიხილეს?

BM.GE

უკრაინის იერიშის შემდეგ მოსკოვის "გაზპრომის" ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა იწვის

უკრაინის იერიშის შემდეგ მოსკოვის "გაზპრომის" ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა იწვის

BM.GE

რა შეგიძლია ისწავლო 4 კვირაში? - გაეცანი დაფინანსებულ კურსებს Businesscourse.ge-ზე

რა შეგიძლია ისწავლო 4 კვირაში? - გაეცანი დაფინანსებულ კურსებს Businesscourse.ge-ზე

BM.GE