მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის რეაბილიტაციისთვის ₾28-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის რეაბილიტაციისთვის ₾28-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის რეაბილიტაციისთვის ₾28-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 04:00|bm.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ5-კმ12 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 698 647 ლარს შეადგენს. სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 17 ოქტომბერს დაიწყება და 22 ოქტომბერს დასრულდება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და არსებული გზის საფარი ძლიერ დაზიანებულია. პროექტის შესაბამისად დაგეგმილია 6.8 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ასევე, დაგეგმილია მეწყრულ მონაკვეთზე რკინაბეტონის კედლის მოწყობა. მოეწყობა კიუვეტები, მიერთებები, გადაკვეთები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Temu-ს იაფ ამანათებზე დაწესებულმა მოსაკრებელმა EU-ს ბიუჯეტში შესაძლოა €6 მლრდ შეიტანოს

Temu-ს იაფ ამანათებზე დაწესებულმა მოსაკრებელმა EU-ს ბიუჯეტში შესაძლოა €6 მლრდ შეიტანოს

BM.GE

რუსული დარტყმების გამო, უკრაინაში მეტალურგიული წარმოება 80%-ით შემცირდა

რუსული დარტყმების გამო, უკრაინაში მეტალურგიული წარმოება 80%-ით შემცირდა

BM.GE

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

BM.GE

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

BM.GE