მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხელისუფლება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას აცხადებს - 13 500 დამსაქმებელს 43 მლნ ლარი ჩამოეწერება|პირობები
ხელისუფლება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას აცხადებს - 13 500 დამსაქმებელს 43 მლნ ლარი ჩამოეწერება|პირობები

ხელისუფლება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას აცხადებს - 13 500 დამსაქმებელს 43 მლნ ლარი ჩამოეწერება|პირობები

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 19:49|bm.ge

ხელისუფლება საპენსიო ფონდის ჯარიმების ამნისტიას აცხადებს და 13 500 დამსაქმებელს 43 მლნ ლარის ჯარიმა ჩამოეწერება, თუ კერძო სექტორი გარკვეულ პირობებს შეასრულებს.

“დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში” დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელსაც მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილავენ და დაამტკიცებენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე კონტროლი გასულ წელს გამკაცრდა და 2025 წლის 1 მაისიდან დამსაქმებელი დარღვევისთვის პირველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. კერძოდ, ჯარიმდებოდნენ ის დამსაქმებლები, რომლებსაც დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე კუთვნილი 2%-იანი შენატანის ვალდებულება არ ჰქონდათ შესრულებული.

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაახლოებით, 43 მილიონი ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული 13 500 დამსაქმებელს. მისივე ინფორმაციით, კანონში სხვა ცვლილებებიც შედის და ჯარიმის ოდენობა 300 ლარამდე მცირდება.

"საკანონმდებლო პაკეტი დაგროვებითი პენსიის შესახებ ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს. ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობდა საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე, ზოგადად, საკითხის აქტუალობა იდგა საზოგადოებაშიც.

საკითხი ეხება საპენსიო ფონდში შენატანებს - იმ შემთხვევებს, როდესაც დამსაქმებელს შენატანი გაკეთებული არ ჰქონდა. ამ დარღვევის გამო გათვალისწინებული იყო ჯარიმები და გადაუხდელი ჯარიმების გარკვეული რაოდენობა დაგროვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციიროთ ჯარიმების ამნისტიის პროექტი. შესაბამისად, ხუთი ძირითადი პუნქტიდან პირველი მთავარი საკითხი სწორედ იმ ჯარიმების ამნისტიას ეხება, რომლებიც ჯერ გადახდილი არ არის. ეს ცვლილება შეეხება, დაახლოებით, 13 500 დამსაქმებელს და ჯამში მოიცავს 43 მლნ ლარს. ჯარიმების ჩამოწერა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლები საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ საურავებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარავენ.

გარდა ამისა, კანონში შედის პროცედურულ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებიც. კერძოდ, მცირდება ჯარიმის ოდენობაც: პირველ და განმეორებით შემთხვევებში, აქამდე გათვალისწინებული 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმა ყოველ ჯერზე 300 ლარი იქნება.

ასევე, საპენსიო ფონდში შეიქმნება დავების განხილვის სამსახური, რაც საკითხის სასამართლომდე განხილვას უზრუნველყოფს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: ჯერ კიდევ 2012 წლიდან, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება, ეს არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა დაადასტურარუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება, ეს არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა დაადასტურაიმედი
  • ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან სატრანზიტო გზის გახსნაზე უარს ამბობსტვ პირველი
  • ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას დაუფიქრებელი რეგულაციების გადახედვისკენ მოუწოდებსნეტგაზეთი
ხელისუფლების →ლარი →

მსგავსი სტატიები

ვინ არის საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც პოსტზე დღეს წარადგინეს

ვინ არის საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, რომელიც პოსტზე დღეს წარადგინეს

BM.GE

მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

BM.GE

„ფინანსთა მინისტრის პოზიცია გავიზიარეთ“ - კობახიძე შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების შეცვლაზე

„ფინანსთა მინისტრის პოზიცია გავიზიარეთ“ - კობახიძე შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების შეცვლაზე

BM.GE

როგორც აღმოჩნდა, დღიური ბაზარი არ იყო ინტერესის მომტანი მონაწილეებისთვის - გალდავა

როგორც აღმოჩნდა, დღიური ბაზარი არ იყო ინტერესის მომტანი მონაწილეებისთვის - გალდავა

BM.GE