მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხელოვნური ინტელექტის "ნათლიამ" სუპერინტელექტის განვითარების შეჩერება მოითხოვა
ხელოვნური ინტელექტის "ნათლიამ" სუპერინტელექტის განვითარების შეჩერება მოითხოვა

ხელოვნური ინტელექტის "ნათლიამ" სუპერინტელექტის განვითარების შეჩერება მოითხოვა

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 03:46|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთმა პიონერმა, მეცნიერმა ჯეფრი ჰინტონმა, რომელიც მსოფლიოში AI-ს ნათლიის სახელითაა ცნობილი, სუპერინტელექტუალური სისტემების შექმნის საფრთხეებზე ისაუბრა და პროცესის შეჩერება საჯაროდ მოითხოვა.

ბრიტანელ-კანადელი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ადამიანზე უფრო ჭკვიანი სისტემების განვითარებამ შესაძლოა კაცობრიობის გადაშენება გამოიწვიოს. ჰინტონის განცხადებით, ტექნოლოგიის უსაფრთხო მართვაზე ერთიანი სამეცნიერო პოზიციის არარსებობის პირობებში, სუპერინტელექტის შექმნა უდიდესი შეცდომაა. მეცნიერი შიშობს, რომ ადამიანზე ძლიერ მექანიზმებზე კონტროლის დაკარგვა გლობალურ კატასტროფას განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ ჰინტონის მკაცრი გაფრთხილება გაერთიანებულ სამეფოში წარდგენილ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ემთხვევა. ორგანიზაცია ControlAI-ის მიერ მომზადებული კანონპროექტი ლეიბორისტმა დეპუტატმა ალექს სობელმა წარადგინა. ეს საკანონმდებლო აქტი მიზნად ბრიტანეთში სუპერინტელექტუალური სისტემების განვითარების სრულ აკრძალვას ისახავს. ControlAI-ის მონაცემებით, მის წამოწყებას მხარი სხვადასხვა პარტიის 135-ზე მეტმა ბრიტანელმა პარლამენტარმა დაუჭირა. ამ ჯგუფის შეფასებით, ზემძლავრი სისტემები ეროვნულ და გლობალურ უსაფრთხოებას ემუქრება.

ცნობისთვის, ბრიტანელ-კანადელ მეცნიერ ჯეფრი ჰინტონს ნეირონული ქსელების შექმნაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. მკვლევარი ათწლეულების განმავლობაში მოწინავე ტექნოლოგიების გამოგონებაზე მუშაობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ზეძლიერი სისტემების უკონტროლო განვითარების საფრთხეებზე ღიად ალაპარაკდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

BM.GE

ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

BM.GE

IBM-მა და NASA-მ მთვარის საკვლევად ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინეს

IBM-მა და NASA-მ მთვარის საკვლევად ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინეს

BM.GE

TSMC-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

TSMC-ის შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა

BM.GE