მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ₾1 მლნ-ის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების 4 საქმეზე ბრალი 13 პირს წარუდგინეს | საგამოძიებო სამსახური
₾1 მლნ-ის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების 4 საქმეზე ბრალი 13 პირს წარუდგინეს | საგამოძიებო სამსახური

₾1 მლნ-ის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების 4 საქმეზე ბრალი 13 პირს წარუდგინეს | საგამოძიებო სამსახური

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 14:50|bm.ge

₾1 მილიონის ღირებულების ჯამში 11 929 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების 4 საქმეზე 13 პირს ბრალი წარუდგინეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით, აგრეთვე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

პირველ საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების დამზადებისა და გამოყენების გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაისაკუთრა სახელმწიფოს კუთვნილი, თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 1 000 კვადრატული მეტრია, ხოლო საბაზრო ღირებულება 116 000 ლარს აღემატება.

ასევე, საქმეზე ჩატარებული გამოძიების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და თაღლითობაში დახმარების ფაქტები.

მეორე საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ რვა ბრალდებულმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყალბი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გზით, ჯგუფურად, თაღლითურად დაირეგისტრირა თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო ფართობი 2 000 კვადრატული მეტრია, ხოლო ღირებულება 733 760 ლარს შეადგენს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები სრულად გასხვისებულია.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე ორმა პირმა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, მარეგისტრირებელი ორგანო შეცდომაში შეიყვანა და მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში მდებარე ორ მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო ფართობი 1 840 კვადრატული მეტრია, ხოლო საერთო ღირებულება 12 912 ლარს შეადგენს.

მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარეგისტრირებელი ორგანოსათვის განზრახ ყალბი მონაცემების მიწოდების გზით მოტყუებით დაეუფლნენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, საერთო ფართობით 7 089 კვადრატულ მეტრს, რომელთა საბაზრო ღირებულება 163 047 ლარს შეადგენს.

ამასთანავე, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად აღიკვეთა ზემოხსენებული პირების მიერ ამავე რეგიონში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 10 321 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტები, რომელთა საბაზრო ღირებულება 150 660 ლარია.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს შესაბამის ღონისძიებებს სხვა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლისა და დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაცემიარუსთავი 2
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყოფორმულა
  • სალია არ პასუხობს შეკითხვას, აქვს თუ არა ხმა პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ ვიდეოკადრებსტვ პირველი
  • საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავაიმედი
სამსახური →

მსგავსი სტატიები

რა განაკვეთით სესხულობს საქართველო AIIB-სგან €158 მლნ-ს ბადიაური-ბაკურციხის გზის ასაშენებლად?

რა განაკვეთით სესხულობს საქართველო AIIB-სგან €158 მლნ-ს ბადიაური-ბაკურციხის გზის ასაშენებლად?

BM.GE

თბილისის სასტუმროებსა და რესტორნებში უცხოელების დანახარჯების ზრდა 20%-ს აჭარბებს | TBC Capital

თბილისის სასტუმროებსა და რესტორნებში უცხოელების დანახარჯების ზრდა 20%-ს აჭარბებს | TBC Capital

BM.GE

ცვლილება ბანკების დაფინანსების სტაბილურობას გაზრდის - სებ-ი სარეზერვო მოთხოვნის ცვლილებაზე

ცვლილება ბანკების დაფინანსების სტაბილურობას გაზრდის - სებ-ი სარეზერვო მოთხოვნის ცვლილებაზე

BM.GE

მაკა ბოჭორიშვილი სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE