მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი სამუშაო პროცესი საგრძნობლად შეცვალა" - გიორგი ტაბატაძე
"ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი სამუშაო პროცესი საგრძნობლად შეცვალა" - გიორგი ტაბატაძე

"ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი სამუშაო პროცესი საგრძნობლად შეცვალა" - გიორგი ტაბატაძე

BM.GE13 ივნისი, 2026, 19:01|bm.ge

კრეატიული სააგენტო "სუპერმარკეტის" (Supermarket Agency) თანადამფუძნებელი გიორგი ტაბატაძე მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) კრეატიულ სფეროში სამუშაო ადგილებს კი არ აქრობს, არამედ პროცესებს მნიშვნელოვნად აჩქარებს და მცირე გუნდს მასშტაბური შედეგების მიღწევის საშუალებას აძლევს. როგორც მან BMGDrive-ის ეთერში აღნიშნა, ტექნოლოგიური პროგრესი შემოქმედებითი პროდუქტიულობის ზრდის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ადამიანის ნიჭი და ხედვა კვლავ უალტერნატივო რჩება.

როგორც გიორგი ტაბატაძე ამბობს, მითები იმის შესახებ, ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებით პროფესიებს სრულად ჩაანაცვლებს, რეალობას არ შეესაბამება. თუმცა, AI-მ საგრძნობლად შეამცირა ტექნიკური და რუტინული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსი, რამაც სააგენტოების მუშაობის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეცვალა.

"ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი სამუშაო პროცესი საგრძნობლად შეცვალა. არა იმ კუთხით, თითქოს AI ჩაანაცვლებს შემოქმედებით ინდუსტრიას და ჩვენი სამუშაო საერთოდ გაქრება, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ისეთი საქმე, რომლის შესასრულებლადაც დამწყები ან საშუალო გამოცდილების კადრი იყო საჭირო, დღეს უკვე ჩანაცვლებულია. იმ წარმადობის მისაღწევად, რაც ჩვენს გუნდს ამჟამად აქვს, პრე-AI ეპოქაში, ალბათ, 50-მდე თანამშრომელი დაგვჭირდებოდა", - განმარტავს ის.

სააგენტო "სუპერმარკეტის" საოფისე სამუშაოებში ყოველდღიურად 10-12 ადამიანი მონაწილეობს, კონკრეტულ პროექტებში კი გუნდს გარე პარტნიორებიც ემატებიან. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ინტეგრირება სააგენტოს აძლევს საშუალებას, იდეიდან აღსრულებამდე ეტაპი მინიმალურ დროში გაიაროს, თუმცა პროფესიონალის გემოვნება და ხედვა კვლავ უცვლელ, აუცილებელ კომპონენტად რჩება.

"ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნიჭი, გემოვნება და ხედვა, ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ საკუთარი პროცესების დასაჩქარებლად და წარმადობის საგრძნობლად გასაზრდელად. უშუალოდ კრეატიული კონცეფციის მომზადებისა და შემდგომი აღსრულების ეტაპზე ძალიან ბევრგან შეხვდებით AI-ს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ChatGPT-ში უბრალოდ ჩაწერო 'მინდა კარგი რეკლამა' და მიღებული შედეგი პირდაპირ გამოიყენო. მსგავსი რამ ჯერჯერობით არ ხდება", - ამბობს გიორგი ტაბატაძე.

ცნობისთვის, სააგენტო "სუპერმარკეტმა", რომელიც ბაზარზე სულ რაღაც წელზე მეტია ოპერირებს, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა. თანადამფუძნებლის თქმით, მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს ბანკისთვის 26 მაისის კამპანიის ფარგლებში შექმნილი გაზეთ "ივერიის" განახლებული ნომერი, რომელმაც "Best of Contest"-ის აღიარება მოიპოვა.

კიდევ უფრო მასშტაბური იყო გამარჯვება პრესტიჟულ AD&D ფესტივალზე, რომელიც სფეროში ერთ-ერთ ყველაზე რთულ კონკურსად მიიჩნევა. სააგენტომ გამოცემებისთვის – "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" – შექმნა ნამუშევარი "ბრალდებულია სიმართლისთვის" (მზია ამაღლობელის სტატიების ჰედლაინებზე დაყრდნობით), რომელმაც AD&D-ს ჯილდო, ე.წ. "ფანქარი" მოიპოვა.

"ითვლება, რომ AD&D ერთ-ერთი ყველაზე რთული კონკურსია მათი პრეტენზიულობის გამო... გაზეთმა, რომელიც მზია ამაღლობელის მიერ დაწერილი სტატიების მხოლოდ სათაურებისგან იყო შემდგარი, AD&D-ს ფანქარი მოიგო (ამ ფესტივალზე ჯილდოს აქვს ფანქრის ფორმა) და ეს იყო პირველი ფანქარი, რომელიც ქართულმა ნამუშევარმა მოიპოვა", - განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპული ქალაქებს, რომლებიც გასაქირავებელ ელექტროსკუტერებს კრძალავენ ბრიუსელიც უერთდება

ევროპული ქალაქებს, რომლებიც გასაქირავებელ ელექტროსკუტერებს კრძალავენ ბრიუსელიც უერთდება

BM.GE

40-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის შეიძლება რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს… სია მზარდია - ბიზნესმენი მამუკა ფიფია

40-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის შეიძლება რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს… სია მზარდია - ბიზნესმენი მამუკა ფიფია

BM.GE

საფრანგეთი და გერმანია ახალი თაობის გამანადგურებლებს ერთად აღარ შექმნიან

საფრანგეთი და გერმანია ახალი თაობის გამანადგურებლებს ერთად აღარ შექმნიან

BM.GE

სტუდფესტის ფარგლებში დაგეგმილი გარბენის გამო გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება

სტუდფესტის ფარგლებში დაგეგმილი გარბენის გამო გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება

BM.GE