მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ხელს შეუწყობს ფინანსური მომსახურებების მიწოდების გამარტივებას" - სებ-მა AFSA-თან მემორანდუმი გააფორმა
"ხელს შეუწყობს ფინანსური მომსახურებების მიწოდების გამარტივებას" - სებ-მა AFSA-თან მემორანდუმი გააფორმა

"ხელს შეუწყობს ფინანსური მომსახურებების მიწოდების გამარტივებას" - სებ-მა AFSA-თან მემორანდუმი გააფორმა

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 15:18|bm.ge

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანის ფინანსური სერვისების მარეგულირებელ ორგანოს (AFSA) შორის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ორმხრივი წვდომისა და აღიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია ფინანსური მომსახურების გარკვეულ სფეროებში ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრსა (AIFC) და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრებს შორის ორმხრივი წვდომის ხელშეწყობა. შეთანხმება ქმნის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩარჩოს და ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ფინანსური მომსახურებების მიწოდების გამარტივებას.

ამას გარდა, მემორანდუმის ფარგლებში, AFSA და საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზრის მონაწილეებისთვის ორმხრივი წვდომის პრაქტიკული მექანიზმების შექმნაზე იმუშავებენ. ამასთან, სრულად იქნება გათვალისწინებული თითოეული იურისდიქციის შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნები.

„მემორანდუმის მიზანია ორ ქვეყანას შორის ფინანსურ მომსახურებებზე ურთიერთწვდომის ხელშეწყობა და მარეგულირებელი და საზედამხედველო თანამშრომლობის გაძლიერება. ეს თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ორივე იურისდიქციის ფინანსური ინსტიტუტებისა და ბაზრის მონაწილეებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას და ქვეყნებს შორის ინვესტიციების ზრდას. ჩვენს ბაზრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კი ფართო რეგიონში ფასიანი ქაღალდების ბაზრის მდგრადი განვითარების წინაპირობაა“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

შეთანხმება ეფუძნება AFSA-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას. მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველად 2018 წელს გააფორმეს, რომელმაც მარეგულირებელი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის ჩარჩო შექმნა.სებ-ის ინფორმაციით, ახალი მემორანდუმი აღნიშნული თანამშრომლობის განვითარების შემდგომ ეტაპს წარმოადგენს და ზოგადი მარეგულირებელი თანამშრომლობიდან AIFC-სა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრებს შორის კავშირების განმტკიცებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ მექანიზმებზე გადასვლას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

ჩვენი ღვინო ექსპორტზე 27-ზე მეტ ქვეყანაში გადის, აქცენტი დასავლეთის ბაზარზე გვაქვს - "ფაფრის ველი"

BM.GE

„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

„ყოველწლიურად მინიმუმ 15 000 ტონა მანდარინი იყრება“ - „აგროინვესტ სერვისის“ დირექტორი სუბსიდირებას არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს

BM.GE

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - ოპოზიციური პარტიის ალიანსი დღეს, თსუ-სთან აქციას გამართავს

BM.GE

არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

BM.GE