მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხომ არ აგვიანებს სებ-ი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას? - დავით უტიაშვილის პასუხი
ხომ არ აგვიანებს სებ-ი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას? - დავით უტიაშვილის პასუხი

ხომ არ აგვიანებს სებ-ი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას? - დავით უტიაშვილის პასუხი

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 13:20|bm.ge

"გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია, ფრთხილი ნაბიჯებით ვცდილობთ ლავირებას", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი მონეტარული პოლიტიკის შესაძლო გამკაცრებაზე საუბრისას.

"ანალიტიკის" ეთერში დასმულ კითხვას, ხომ არ აგვიანებს სებ-ი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, მან ასე უპასუხა:

"აქამდე ვხედავდით, რომ ნავთობი გაძვირდა და ობიექტურად, ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდა ვერც დიზელს გააიაფებდა, ვერც ბენზინს. ამიტომ პირველ ეტაპზე თავი შევიკავეთ, - ისევე, როგორც სხვა ცენტრალურმა ბანკებმა. ერთი ნაბიჯი გადავდგით მაისში და ეს სიგნალი იყო ბაზრისთვის, რომ თუ საჭიროა, მზად ვართ, გავამკაცროთ. იმის მერე დაკვირვების ეტაპზე ვართ, როგორც სხვა ბევრი ცენტრალური ბანკი. თუ ბოლო პრეს-რელიზს ნახავთ, ჩანს, რომ ჩვენს შიდა დისკუსიაშიც "50/50" ვიყავით იმ საკითხში, თუ რა ნაბიჯები სჯობს, გადაიდგას.

ამჟამად ვაკვირდებით, ვუყურებთ მოლოდინებს, გამოკითხვები გვაქვს. თუ ნავთობის ფასები ან ზოგადად ინფლაციური წნეხი შენარჩუნდა და დავინახეთ რისკები, რომ ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია (ანუ ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველაფერი ძვირდება და ხელფასის ზრდაზე იზრუნებენ, კომპანიები კი იტყვიან, რომ ფასების ზრდაზე იზრუნებენ...), მაშინ გამკაცრება მოგვიწევს. ცხადია, ეს ნეგატიური ნაბიჯია, თუმცა ერთადერთი გზა, რომ ინფლაციაზე ზემოქმედება მოვახდინოთ. მაგრამ თუ არ გამოჩნდა ეს რისკები და დავინახეთ, რომ ნავთობის ფასის რისკები მილევადია, შეიძლება, [გამკაცრებისგან - რედ.] შემდეგ კომიტეტზეც თავი შევიკავოთ.

სხვა ცენტრალური ბანკებიც ზუსტად ამ დილემის წინაშე არიან. გაურკვევლობა იმდენად მაღალია, ნავთობის ფასი თუ $70-მდე შემცირდება, შეიძლება, პირიქით, შერბილება მოგვიწიოს. ამიტომ ფრთხილი ნაბიჯებით ვცდილობთ, ლავირება მოვახდინოთ ამ პროცესში".

2026 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პასუხი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • მთელი ამ ხნის განმავლობაში ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას ან უბრალოდ იტყუებიან​ - გიორგი კახიანი საკონტიტუციო სარჩელის განხილვასა და ოპოზიციაზერუსთავი 2
  • თუკი ვინმეს სანქცია დაუწესდა, დააბრალოს მისივე პოლიტიკას - გეგელიას პასუხი მოსამართლესტვ პირველი
  • თბილისი გაფართოების ანგარიშს ტენდენციურად აფასებს და პასუხს აანონსებსნეტგაზეთი
  • ზელენსკი: თუ რუსეთი ენერგეტიკულ ზავზე არ დათანხმდება, უკრაინა პასუხს გასცემსფორმულა
პასუხი →

მსგავსი სტატიები

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

BM.GE

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების საქმეს სწავლობს

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების საქმეს სწავლობს

BM.GE