მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხონში არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს - სეს
ხონში არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს - სეს

ხონში არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს - სეს

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 18:08|bm.ge

ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, სეს-მა არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი მ.ფ. ყველს სავალდებულო აღიარების გარეშე და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.

"ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი. პროდუქცია შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა. საწარმოში ასევე დარღვეული იყო სურსათის ეტიკეტირების წესები.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, პროდუქცია არ აწარმოონ სავალდებულო აღიარების გარეშე და საქმიანობა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გენერაციის შეზღუდვა ინვესტორებისთვის ძალიან მძიმე გზავნილია - გიორგი აბრამიშვილი

გენერაციის შეზღუდვა ინვესტორებისთვის ძალიან მძიმე გზავნილია - გიორგი აბრამიშვილი

BM.GE

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც სუროგაციას გეგმავდნენ? - კირცხალიას პასუხი

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც სუროგაციას გეგმავდნენ? - კირცხალიას პასუხი

BM.GE

სუროგაციის აკრძალვამ არ უნდა შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა - მიქელაძე

სუროგაციის აკრძალვამ არ უნდა შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა - მიქელაძე

BM.GE

კირცხალია განმარტავს, რატომ მოუხსნეს დაცვა მამუკა მდინარაძეს

კირცხალია განმარტავს, რატომ მოუხსნეს დაცვა მამუკა მდინარაძეს

BM.GE