მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხონში ფიზიკური პირი ყველს კრიტიკული დარღვევებით აწარმოებდა - სეს-მა ობიექტი დააჯარიმა
ხონში ფიზიკური პირი ყველს კრიტიკული დარღვევებით აწარმოებდა - სეს-მა ობიექტი დააჯარიმა

ხონში ფიზიკური პირი ყველს კრიტიკული დარღვევებით აწარმოებდა - სეს-მა ობიექტი დააჯარიმა

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 21:10|bm.ge

ხონში ფიზიკური პირის კუთვნილ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ტ. ა.-ის (მისამართი: ხონი, სოფელი გოჩაჯიხაიში) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს.

"ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. ამავდროულად, აღმოჩნდა რომ ბიზნესოპერატორი სულგუნის წარმოებასა და რეალიზაციას სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახდენდა.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი", - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ პრესრელიზში.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონგოში ებოლათი ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა

კონგოში ებოლათი ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

BM.GE

უკრაინამ IMF-ის მოთხოვნილ კანონპროექტზე უარი თქვა - €4-მილიარდიანი დაფინანსების ბედი უცნობია

უკრაინამ IMF-ის მოთხოვნილ კანონპროექტზე უარი თქვა - €4-მილიარდიანი დაფინანსების ბედი უცნობია

BM.GE

რა განაკვეთით ისესხა საქართველომ მსოფლიო ბანკისგან საბანკო რეზოლუციის ფონდისთვის $35 მლნ? - კანონპროექტი

რა განაკვეთით ისესხა საქართველომ მსოფლიო ბანკისგან საბანკო რეზოლუციის ფონდისთვის $35 მლნ? - კანონპროექტი

BM.GE