მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი მონაკვეთის სრულად დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება - მინისტრი
ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი მონაკვეთის სრულად დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება - მინისტრი

ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი მონაკვეთის სრულად დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება - მინისტრი

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 22:35|bm.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი დაათვალიერა.

მინისტრის თქმით, 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 44 კილომეტრზე უკვე დასრულებულია, დარჩენილ 3 კილომეტრზე კი პროცესი გრძელდება.

„დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ძირითადად, ეს იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ვიმყოფებოდით ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის და მთლიანად რეგიონისთვის.

პრობლემას წარმოადგენს მეწყრული მონაკვეთები, რომლებიც საკმაოდ ბევრია და რთულ საინჟინრო გადაწყვეტებს მოითხოვს. წელს ამ 3 კილომეტრიდან 1600 მეტრზე დასრულდება სამუშაოები. ერთ-ერთი ლოკაცია სწორედ ეს არის, სადაც ახლა ვიმყოფებით და სადაც ძალიან რთული და მოცულობითი სამუშაო ტარდება თითოეული მეტრის დასაცავად, რომ საბოლოოდ გადაიჭრას მეწყრული ზონებით გამოწვეული პრობლემა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განცხადებით, პროექტის სრულად დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება. ამასთან, დარჩენილ ერთ განსაკუთრებით პრობლემურ მონაკვეთზე კვლევისა და სწორი საინჟინრო გადაწყვეტის მისაღებად ცალკე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება:

„დარჩება ერთი პრობლემური მონაკვეთი, რომელზეც ცალკე საერთაშორისო ტენდერს გამოვაცხადებთ კვლევისთვის, რათა უკვე სწორი საინჟინრო გადაწყვეტა დაიდოს და ეს პრობლემაც სათანადოდ მოგვარდეს“.

რევაზ სოხაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა გოდერძის უღელტეხილზე ზამთრის პერიოდში გადაადგილების უზრუნველყოფაზე. მისი თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი შეიძენს შესაბამის ტექნიკას და განახორციელებს გზის მოვლა-შენახვას, რათა ახალციხის მხრიდან ხულოს მიმართულებით მოძრაობა ზამთარში აღარ შეფერხდეს.

ცნობისთვის, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, „ოცნების“ მთავრობის დაპირებით, 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. როგორც bm.ge-ის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, სამუშაოების გაჭიანურება ამჯერად ხულო-ზარზმის მონაკვეთზე რთულ რელიეფურ ზონაში, დამატებით განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა და კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერი პირველად 2017 წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყო. პირველი კონტრაქტორი ამ მონაკვეთზე იტალიური კომპანია Todini იყო, რომელთანაც 110 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2018 წელს გაფორმდა, თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა, რის გამოც 2020 წლის ოქტომბერში ის "სინოჰიდრომ" ჩაანაცვლა. თუმცა, 2024 წლის 15 იანვარს მთავრობამ “სინოჰიდროსთან” 47-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაზე გაფორმებული 95-მილიონიანი ხელშეკრულებაც გაწყვიტა. ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 95,689,302 ლარს, პროექტის განხორციელების ვადა კი 2 წელს შეადგენდა. ის ვადაგადაცილებით და დაბალი ათვისებით მიმდინარეობდა, რის გამოც, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მასთან კონტრაქტი მოშალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამჟამად, დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოებს 4 კომპანია აწარმოებს: შპს კავკასუს როუდ პროჯექტი, შპს ნიუ როუდი, "სინოჰიდრო" და შპს არალი.

როგორც "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ხულო-ზარზმის გზის ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა წელს დასრულდება, მომავალ წლის ზაფხულისთვის კი ასევე მეწყრული მონაკვეთების მშენებლობა და ასფალტის საფარის დაგება დასრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 170 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

[რეგულაციის გამკაცრება] მომხმარებლების ნაწილის მისოებში ლომბარდების მიმართულებით გადადინებას გამოიწვევს - "ევროკრედიტი"

BM.GE

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

უგზოობა და საცობები გუდაურში - მოუსწრებს თუ არა ინფრასტრუქტურული პრობლემები ზამთრის სეზონს|GMRBA

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

შარშან ბებიების მოქსოვილი რეკორდული რაოდენობის ქუდები გაიყიდა - როგორ ვითარდება სოციალური საწარმო "ბებიას"?

შარშან ბებიების მოქსოვილი რეკორდული რაოდენობის ქუდები გაიყიდა - როგორ ვითარდება სოციალური საწარმო "ბებიას"?

BM.GE