მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხუთ მუნიციპალიტეტში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება
ხუთ მუნიციპალიტეტში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება

ხუთ მუნიციპალიტეტში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 19:12|bm.ge

ხუთ მუნიციპალიტეტში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება. პროექტის განსახორციელებლად ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ასევე კასპში, ხაშურში და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თითოეულ ობიექტზე 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები მოეწყობა. ტერიტორიები თანამედროვე განათების სისტემითაც აღიჭურვება, რაც მოედნების გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში გახდის შესაძლებელს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საფეხბურთო ცენტრებში ფეხბურთელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაც იქნება - მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და სხვა დამხმარე სივრცეები.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარება მხოლოდ ამ ხუთი მუნიციპალიტეტით არ შემოიფარგლება. ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებაა დაგეგმილი.

პროექტის მიზანია რეგიონებში ფეხბურთის განვითარებისთვის საჭირო პირობების გაუმჯობესება და ახალგაზრდებისთვის თანამედროვე, სრულად აღჭურვილი სავარჯიშო გარემოს შექმნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საირმეში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Sairme North გაიხსნა - ინვესტიცია ₾50 მილიონია

საირმეში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Sairme North გაიხსნა - ინვესტიცია ₾50 მილიონია

BM.GE

დღეისთვის 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი 9 საწარმომ ჩაიბარა | სუბსიდია ₾219 500-ს აჭარბებს

დღეისთვის 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი 9 საწარმომ ჩაიბარა | სუბსიდია ₾219 500-ს აჭარბებს

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE