მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “ხუთიანზე შეასრულა ფარმაცევტულმა სექტორმა დავალება” - რა ეფექტი აქვს რეფერენტული ფასების რეფორმას?
“ხუთიანზე შეასრულა ფარმაცევტულმა სექტორმა დავალება” - რა ეფექტი აქვს რეფერენტული ფასების რეფორმას?

“ხუთიანზე შეასრულა ფარმაცევტულმა სექტორმა დავალება” - რა ეფექტი აქვს რეფერენტული ფასების რეფორმას?

BM.GE29 ივლისი, 2026, 09:00|bm.ge

პირველადი მონაცემებით, რეფერენტული ფასების რეფორმით, მოსახლეობამ მედიკამენტების შეძენისას 40 მილიონ ლარამდე დაზოგა. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა საკმაოდ ხისტად და მოუმზადებლად დაიწყო, ფარმაცევტულმა სექტორმა შეძლო მიწოდების უწყვეტობის შენარჩუნება.

როგორც ილონა კოკიაშვილი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, ბევრი მედიკამენტი დღეს მინიმალური ან ნულოვანი მარჟით იყიდება და ბიზნესი ამას აკეთებს იმისთვის, რომ წამალი ბაზრიდან არ გავიდეს, რადგან ისეთ პატარა ბაზარზე როგორიც საქართველოა გასული მედიკამენტის მობრუნება მწარმოებლის მხრიდან ძალიან რთული პროცესია.

ასოციაციის შეფასებით, რეფორმის სრული ეკონომიკური გავლენის დასანახად საჭიროა უფრო დიდი დრო, რათა გამოჩნდეს, როგორ შეიცვალა ბაზრის ქცევა და რომელი მედიკამენტების შენარჩუნება გახდა შეუძლებელი.

“რეფორმა საკმაოდ ხისტად დაიწყო. არ იყო ბაზარი მომზადებული, არც გარდამავალი პერიოდები იყო და თან ისეთი მედიკამენტები იყო ჩართული პირველივე ეტაპზე, რომელიც ქრონიკულია და ძალიან მოთხოვნადი მედიკამენტებია.

ბიზნესს ფორსმაჟორულ გარემოებაში მოუწია მუშაობა. რომ არ შეწყვეტილიყო მედიკამენტების მიწოდება პირდაპირ მომწოდებლებთან დაიწყო მუშაობა ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომ მათ მაქსიმალურად დაეწიათ ფასები ჩვენი ბაზრისთვის და პარალელურ რეჟიმში დაიწყო სხვა ბაზრების მოძიება, რომ კონკურენტული ალტერნატიული ჩამნაცვლებლები და ალტერნატიული მედიკამენტები ყოფილიყო მოწოდებული ბაზარზე.

პირველადი ეფექტი, როგორც გაიზომა, 40 მილიონამდე დაზოგა მოსახლეობამ ამ რეფორმის შედეგად. როცა ოთხი-ხუთი წლის ჭრილიდან გადავხედავთ ამ რეფორმას, მაშინ დავინახავთ რომელი მედიკამენტები განულდა და ვერ მოხდა მათი შენარჩუნება ბაზარზე. მაქსიმალურად ფარმაცევტული კომპანიების ფასის და ზოგ შემთხვევაში მართლა ნულოვანი მარჟით იყიდება ბაზარზე იმ მარტივი მიზეზით, რომ ის მედიკამენტი არ გავიდეს და მან არ დატოვოს ბაზარი. იმიტომ რომ ჩვენი პოპულაციიდან გამომდინარე, ჩვენი ბაზრისთვის მედიკამენტის გასვლა ძალიან რთულია, გასვლის შემდგომ მისი ბაზარზე მობრუნება ურთულესი პროცესია, იმიტომ რომ მწარმოებელს ნაკლებად აინტერესებს 3.5-4 მილიონიანი ბაზრისთვის ამ მედიკამენტის წარმოება და მისი ლოგისტიკურ მთელ ჯაჭვში ჩართვა..

მე მგონია, ხუთიანზე შეასრულა ფარმაცევტულმა სექტორმა ეს დავალება, არ მომხდარა წყვეტა… ”,-აცხადებს კოკიაშვილი.

ასოციაციის რეკომენდაციაა, გადაიხედოს რეფერენტული ქვეყნების სია. კერძოდ, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ სიაში უნდა შევიდნენ ის ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს რეალური იმპორტის ბმა აქვს, რაც ფასს უფრო სამართლიანს გახდის და ბაზარზე მეტ ანალოგს გააჩენს.

„მე ვფიქრობ, რომ უნდა გადაიხედოს [რეფერენტული ქვეყნები]. მესმის კრიტერიუმები, რომლითაც ირჩევა ეს რეფერენტული ქვეყნები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმ ოთხიდან ორი ქვეყანა მინიმუმ უნდა ჩანაცვლდეს იმ ქვეყნით, რომელთანაც ჩვენ იმპორტის ბმა გვაქვს. ანუ რომელი ბაზრიდანაც ჩვენ იმპორტს ვახორციელებთ, იმიტომ რომ ეს უფრო სამართლიანი იქნება და ალბათ უფრო სამართლიანი ფასის წარმოქმნაში დაგვეხმარება და მეტი ანალოგები შეიძლება უკვე თითოეულ მოლეკულაში გაჩნდეს ჩვენს ბაზარზე. ჩემი შეხედულება ასეთია. ვინაიდან ცოცხალი ორგანიზმია, ამაზე საუბარი მე მგონი დასაშვებია რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ”,-განმარტავს ილონა კოკიაშვილი.

საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემა 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდა. რეფერენტული ფასი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი მაქსიმალური ზღვრული ფასი, რომელზე ძვირადაც აფთიაქებს კონკრეტული წამლის გაყიდვა ეკრძალებათ.

საქართველოში მედიკამენტების რეფერენტული ფასების დასადგენად გამოიყენება ოთხი ძირითადი რეფერენტული ქვეყანა: ლატვია, მონტენეგრო, ბულგარეთი და ჩრდილოეთ მაკედონია. აღნიშნული სახელმწიფოების ბაზრებზე არსებული ფასები წარმოადგენს იმ ზღვარს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მედიკამენტებზე მაქსიმალური საზღვრები დგინდება.

ამ დროისთვის რეფერენეტული ფასი 8 000-სზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა პაველ დუროვის დაკავებისთვის საერთაშორისო ორდერი გამოსცა - რაში ადანაშაულებს FSB Telegram-ის შემქმნელს?

რუსეთმა პაველ დუროვის დაკავებისთვის საერთაშორისო ორდერი გამოსცა - რაში ადანაშაულებს FSB Telegram-ის შემქმნელს?

BM.GE

რიაზანში დრონების იერიშის შედეგად Wildberries-ის საწყობი იწვის – დაშავებულია 6 ადამიანი

რიაზანში დრონების იერიშის შედეგად Wildberries-ის საწყობი იწვის – დაშავებულია 6 ადამიანი

BM.GE

„საქართველოს მელიორაციამ“ სარწყავი სისტემების რეაბილიტაციისთვის 37.5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხუთი ტენდერი გამოაცხადა

„საქართველოს მელიორაციამ“ სარწყავი სისტემების რეაბილიტაციისთვის 37.5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხუთი ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

გარდაბანში სახელმწიფო ქონება ₾3.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

გარდაბანში სახელმწიფო ქონება ₾3.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE