მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხვიჩა კვარაცხელია GQ France-მა წლის ადამიანად დაასახელა
ხვიჩა კვარაცხელია GQ France-მა წლის ადამიანად დაასახელა

ხვიჩა კვარაცხელია GQ France-მა წლის ადამიანად დაასახელა

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 17:47|bm.ge

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევი ფეხბურთელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია GQ France-ის 2026 წლის რჩეულებს შორისაა. ფრანგულმა გამოცემამ ქართველი ფეხბურთელი წლის ადამიანად დაასახელა და მას ვრცელი სტატია, ინტერვიუ და ფოტოსესია მიუძღვნა.

GQ-ის „წლის ადამიანები“ გამოცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყოველწლიური პროექტია. მისი მიზანი იმ პიროვნებების წარმოჩენაა, რომლებმაც წლის განმავლობაში განსაკუთრებული კვალი დატოვეს სხვადასხვა სფეროში - მოდაში, კინოში, მუსიკაში, სპორტსა და კულტურაში. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ადამიანების გავლენაზე, პროფესიულ წარმატებაზე, ინდივიდუალურ სტილსა და იმაზე, თუ როგორ გასცდა მათი საქმიანობა საკუთარი სფეროს ფარგლებს.

2026 წლის შერჩევა პროექტის მე-15 გამოცემაა. GQ France წლის გამორჩეულ ადამიანებს სწორედ მათი საქმიანობისა და საზოგადოებაზე გავლენის გათვალისწინებით წარმოაჩენს.

GQ France-ის ვრცელ პუბლიკაციაში ხვიჩას კარიერული გზა დეტალურადაა მოთხრობილი. გამოცემა იხსენებს მის ბავშვობას თბილისში, ქუჩის ფეხბურთს, პირველ ნაბიჯებს „დინამოს“ აკადემიაში, რუსეთში გატარებულ რთულ პერიოდს და ბათუმის „დინამოში“ დაბრუნებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ წინააღმდეგობებსაც, რომელთა გადალახვაც ქართველ ფეხბურთელს ევროპულ ფეხბურთში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად მოუწია.

სტატიის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი ნეაპოლური თავგადასავალია. GQ წერს, როგორ იქცა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის ახალ კერპად, დაეხმარა გუნდს იტალიის ჩემპიონობის მოპოვებაში და მიიღო მეტსახელი „კვარადონა“, დიეგო მარადონასთან შედარების ნიშნად.

გამოცემა ასევე ხაზს უსვამს მის როლს „პარი სენ-ჟერმენის“ წარმატებაში. 2025 წლის იანვარში პარიზულ კლუბში გადასვლის შემდეგ ხვიჩა გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა. GQ განსაკუთრებით გამოყოფს მის წვლილს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებაში, გადამწყვეტ მატჩებში ნაჩვენებ თამაშსა და იმ ფაქტს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ევროპული ფეხბურთის უმაღლეს დონეზე საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

კვარაცხელიას გამორჩეულობა მხოლოდ მოედანზე მიღწეული შედეგებით არ შემოიფარგლება. GQ-ის სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი მის სტილსა და პარიზულ ცხოვრებასაც ეთმობა. თავად ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ “პსჟ-ში” გადასვლის შემდეგ ჩაცმის სტილს მეტი ყურადღება დაუთმო და პირადი სტილისტიც აიყვანა. პუბლიკაციაში საუბარია ქართველ დიზაინერ ძმებ დემნა და გურამ გვასალიებთან მის ურთიერთობაზეც.

ფრანგული გამოცემა ყურადღებას ამახვილებს კვარაცხელიას ეროვნულ იდენტობასა და საქართველოსთან კავშირზეც. სტატიაში აღწერილია ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მომხდარი ეპიზოდი, როდესაც ქართველმა ფეხბურთელმა ჟურნალისტის თხოვნას, რუსულად ეპასუხა, უარით უპასუხა: „არა, არ შემიძლია. ბოდიში“. ეს მომენტი GQ-ის შეფასებით, საქართველოში განსაკუთრებული სიამაყის მიზეზად იქცა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო-რუსეთის სპეცწარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა მალე გაიმართება | პრემიერი

საქართველო-რუსეთის სპეცწარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა მალე გაიმართება | პრემიერი

BM.GE

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სოციალურ ქსელებზე კიბერშეტევა განხორციელდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სოციალურ ქსელებზე კიბერშეტევა განხორციელდა

BM.GE

90-იანი წლებიდან განათლებაში შექმნილი პრობლემები უარყოფითად აისახა ბიზნესზე. ვგეგმავთ ამ ვითარების გამოსწორებას | პრემიერი

90-იანი წლებიდან განათლებაში შექმნილი პრობლემები უარყოფითად აისახა ბიზნესზე. ვგეგმავთ ამ ვითარების გამოსწორებას | პრემიერი

BM.GE

ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით ნავთობტანკერს ნაღმთან შეჯახების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა

ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით ნავთობტანკერს ნაღმთან შეჯახების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა

BM.GE