მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა - არიან გარდაცვლილები
კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა - არიან გარდაცვლილები

კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა - არიან გარდაცვლილები

BM.GE2 ივლისი, 2026, 12:05|bm.ge

უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული რაკეტებისა და დრონების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Укринформ-ის ცნობით, Telegram-ზე კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.

„არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დადასტურებულია 56 ადამიანის დაშავება, მათ შორის ორი ბავშვია“, – განაცხადა მან.

ტიმურ ტკაჩენკომ დასძინა, რომ 07:00 საათის მონაცემებით, კიევის აბსოლუტურად ყველა რაიონში 30-ზე მეტ ადგილას დაზიანდა და დაინგრა შენობები.

„იყო ძალიან სერიოზული პირდაპირი დარტყმები საცხოვრებელ კორპუსებზე, სადაც სამაშველო ჯგუფებს, სამწუხაროდ, ნანგრევებიდან დაღუპულთა ცხედრები ამოჰყავთ. კიევის მცხოვრებლებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელყონ საჰაერო განგაშის სიგნალები. რუსები მიზანმიმართულად ესხმიან თავს საცხოვრებელ სახლებს. გასულმა ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი ტერორისტული ბუნება“, - განაცხადა თიმურ ტკაჩენკომ.

ტკაჩენკოს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურები ამჟამად ყველაზე მეტად დაზარალებულ ადგილებთან რეაგირების შტაბებს აწყობენ.

„ამ დროისთვის დადასტურებულია ცხრა ადამიანის გარდაცვალება. ინფორმაცია კიდევ რამდენიმე შესაძლო მსხვერპლის შესახებ ჯერ კიდევ მოწმდება, სამაშველო ოპერაციები კი გრძელდება“, – დასძინა მან.

რუსული მხარის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი სიზუსტის იარაღით უკრაინაზე მასობრივი თავდასხმა განახორციელეს, რაც რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინული მხარის თავდასხმებზე პასუხია.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, განადგურდა სამხედრო მრეწველობის საწარმოები და სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტები კიევსა და კიევის ოლქში, ასევე სამხედრო აეროდრომების ინფრასტრუქტურა დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერკასის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ დარტყმები მხოლოდ უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება.

პარალელურად, უკრაინამ რუსეთის ქალაქ კსტოვში "ლუკოილის" ქარხანაზე იერიში მიიტანა - მედია

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და დღგ-ის ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს

"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და დღგ-ის ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს

BM.GE

ევროკომისიის პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით სომხეთში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით სომხეთში ჩავიდა

BM.GE

რაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჟენევის მოლაპარაკებებზე?

რაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჟენევის მოლაპარაკებებზე?

BM.GE