მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კობახიძე ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში პარტიის წარმატებას ულოცავს
კობახიძე ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში პარტიის წარმატებას ულოცავს

კობახიძე ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში პარტიის წარმატებას ულოცავს

BM.GE8 ივნისი, 2026, 03:45|bm.ge

ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას ულოცავს.

კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში მზადყოფნას გამოთქვამს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

„გულწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას. მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

სომხური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სომხეთში არსებული 2 005 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 82 უბნის მონაცემებია დათვლილი.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური საბოლოო შედეგები ჯერ ცნობილი არ არის, სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ნიკოლ ფაშინიანის გუნდი არჩევნებში ხმების 56.7%-ით იმარჯვებს.

ამავე ეგზიტპოლის თანახმად, მეორე ადგილზეა ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთი“, რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 17.5% აქვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE