მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კობახიძე საფრთხის წინაშეა - შექმნა სისტემა, რომელიც ხვალ მას წირვას გამოუყვანს… ასე იყო ღარიბაშვილიც|მოსაზრება
კობახიძე საფრთხის წინაშეა - შექმნა სისტემა, რომელიც ხვალ მას წირვას გამოუყვანს… ასე იყო ღარიბაშვილიც|მოსაზრება

კობახიძე საფრთხის წინაშეა - შექმნა სისტემა, რომელიც ხვალ მას წირვას გამოუყვანს… ასე იყო ღარიბაშვილიც|მოსაზრება

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 13:00|bm.ge

თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტ ირაკლი მელაშვილის შეფასებით, საქართველოში პოლიტიკოსები თავად ქმნიან მანკიერ სისტემას, რომელიც საბოლოოდ, მის შემქმნელებს აზიანებს.

“ირაკლი კობახიძე საფრთხის წინაშეა და ამის საფუძველი თავადაა - შექმნა სისტემა, რომელიც ხვალ მას წირვას გამოუყვანს… ასე იყო ირაკლი ღარიბაშვილიც”, - თქვა ექსპერტმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში, სადაც მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესები შეაფასა და პოლიტიკოსთა ანგარიშვალდებულების პრობლემაზე ისაუბრა.

"ხელისუფლებაში რომ ხარ, ისეთი სისტემა უნდა შექმნა, რომელიც მერე შენვე არ შეგიქმნის საფრთხეს" - ამბობს ის.

ირაკლი მელაშვილი აღნიშნავს, რომ ქართველი პოლიტიკოსები წლების განმავლობაში ვერ სწავლობენ მთავარ გაკვეთილს - ძალაუფლების დროებითობასა და იმ ავტორიტარული მეთოდების ბუმერანგისებურ ეფექტებზე, რომელსაც თავადვე ამკვიდრებენ.

„ვერავინ ჭკუა ვერ ისწავლა ამ ქვეყანაში. თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილი, ხომ?! გახსოვთ, წინა ხელისუფლების დროს ზურაბ ადეიშვილი და სხვები როგორ დადიოდნენ?! - ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა - ქალამნად. ასე იყო ბატონი მამუკა მდინარაძე - სულ რამდენიმე დღის წინ რა ტონით ესაუბრებოდა ის ჟურნალისტებს ან რა ტონალობით მიმართავდა საზოგადოებას?! იცით, რა ვერ გავიგე ამ 30 წლის განმავლობაში?! - ეს ახალგაზრდა ხალხი რამდენიმე წელი თანამდებობაზე ყოფნის გულისთვის რატომ იქცევა ასე?! რატომ ვერ სწავლობენ ერთ მარტივ რაღაცას: თუ არ გინდა იგივე დღეში ჩავარდე, რა დღეშიც დღეს ირაკლი ღარიბაშვილია, ხელისუფლებაში ყოფნისას ისე მოიქეცი და ისეთი სისტემა შექმენი, რომელიც მერე შენვე არ შეგიქმნის საფრთხეს!“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ირაკლი კობახიძეც იმავე საფრთხის წინაშე დგას.

“ირაკლი კობახიძე საფრთხის წინაშეა და ამ საფრთხის მიზეზი თავადაა, იმიტომ რომ შექმნა სისტემა, რომელიც ხვალ მასვე გამოუყვანს წირვას. მამუკა მდინარაძეს რაც დაემართა, სწორედ იმის შედეგია, რასაც თავად ქმნიდა და ემსახურებოდა. ამ კაცის ყველა სიტყვა ტყუილი იყო... სწორედ მამუკა მდინარაძე გამოვიდა და გვითხრა, კანონს უკან აღარ შემოვაბრუნებთო, მერე კი თავისივე სიტყვები უკან წაიღო. ხან ამბობდა, “ამერიკული კანონი” მივიღეთო, მერე აღმოჩნდა, რომ სულ სხვა კანონი მიიღეს... ყველაფერზე წამსვლელი იყო. როგორც პიროვნება, უბრალოდ განულდა. ასე რომ, მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან რომ წავიდა, არც არაფერი შეცვლილა”, - თქვა თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტმა.

შეგახსენებთ: 27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. რამდენიმე დღეში კი, ცნობილი გახდა, რომ აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელიც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა. შარშან გაზაფხულზე შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტროც უქმდება და ისევ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილი ხდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებაფორმულა
  • პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილიტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

[ექსპო ჯორჯიას] რეკრეაციულ სივრცეს 10 000 კვ.მ. დაემატება… აშენდება ახალი საგამოფენო პავილიონი - რესან ქიქავა

[ექსპო ჯორჯიას] რეკრეაციულ სივრცეს 10 000 კვ.მ. დაემატება… აშენდება ახალი საგამოფენო პავილიონი - რესან ქიქავა

BM.GE

“ექსპო ჯორჯიას” დირექტორი განცხადებას ავრცელებს

“ექსპო ჯორჯიას” დირექტორი განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში - წელს პროგრამაზე ₾1.5 მლნ იხარჯება

ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში - წელს პროგრამაზე ₾1.5 მლნ იხარჯება

BM.GE

"თბილისი მარკეტებით გაჯერდა… რეგიონები ექსპანსიის ახალი შესაძლებლობაა"|რიტეილ ექსპერტის პროგნოზი

"თბილისი მარკეტებით გაჯერდა… რეგიონები ექსპანსიის ახალი შესაძლებლობაა"|რიტეილ ექსპერტის პროგნოზი

BM.GE