
კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდება
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თბილისის პოზიცია სოხუმთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე უცვლელია.
ფორმულას ჟურნალისტის კითხვის პასუხად მან თქვა, რომ მათ ე.წ. სახელმწიფოებად არ აღიარებენ - "შესაბამისად, ვერანაირი ხელშეკრულება ვერ დაიდება".
"შეუძლებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერანაირი ფორმით ვერ ვაღიარებთ ე.წ სახელმწიფოებს აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩვენი მხრიდან ვერანაირად ვერ იქნება ვერც ირიბი ფორმით აღიარებული, შესაბამისად, მათთან ვერანაირი ხელშეკრულება ვერ დაიდება", - თქვა მან.
დღევანდელ ბრიფინგზე ქართული ოცნების პრემიერმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი წარადგინა. თანამდებობაზე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა, რომელიც ამ თანამდებობას - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეობასთან ერთად შეითავსებს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge