
კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა.
როგორც მთავრობა იტყობინება, მთავრობის მეთაური ახალდანიშნულ რწმუნებულს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძესთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
"შეხვედრაზე რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს.
ირაკლი კობახიძემ იოსებ ალიბეგაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
იოსებ ალიბეგაშვილი დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა", - წერია პრეს-რელიზში.
ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთის მხარეში ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული, ზაალ გელაშვილი 57 წლის ასაკში გასულ კვირას გარდაიცვალა.
ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს მცხეთა-მთიანეთსაც, პოსტზე კობახიძემ ლევან ზაუტაშვილი დანიშნა.
BM.GE
წყარო: bm.ge