მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ არის გიორგი არველაძე, რომლის კომპანიამაც აფხაზეთში საწვავი შეიტანა
ვინ არის გიორგი არველაძე, რომლის კომპანიამაც აფხაზეთში საწვავი შეიტანა

ვინ არის გიორგი არველაძე, რომლის კომპანიამაც აფხაზეთში საწვავი შეიტანა

BM.GE14 აგვისტო, 2026, 18:20|bm.ge

კომპანია “სოლიდუსის” და მისი მფლობელის გიორგი არველაძის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სწორედ ამ კომპანიამ მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი.

კომპანიის მფლობელისგან BM.GE-მ საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინვე მიიღო, თუმცა ოკუპირებული რეგიონის საწვავით უზრუნველყოფის შესახებ კითხვები ჯერ კიდევ რჩება. სანამ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, მოგიყვებით ვინ არის გიორგი არველაძე, რომლის კომპანიამაც აფხაზეთში საწვავი შეიტანა.

აღსანიშნია, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონში ბიზნესმა 3000 ტონა საწვავი შეიტანა, რაც თავად გიორგი არველაძემ უარყო.

„3000 ტონას სჭირდება გემი. 3000 ტონა ახლა აქ, საქართველოში არ არსებობს, რომ ვინმეს თავის რეზერვში ჰქონდეს თავისუფალი, რომ ვინმემ გამოართვას“, - აღნიშნა მან.

ოკუპირებულ აფხაზეთს 300 ტონა საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ ძირითადად გალის ავტოგასამართი სადგურებისთვის მიაწოდა - აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.Ge-ის განუცხადა. „ეს შესაძლებლობა პირველად გაჩნდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ სახის ტრანზაქცია პირველად განხორციელდა და ეს ჩემი და ჩემი აფხაზი მეგობრების დამსახურებაა“ - განაცხადა კომპანიის მფლობელმა.

გიორგი არველაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა ენგურის ხიდია და ამ საქმით ის 6-7 წელია დაკავებულია და ოკუპირებულ აფხაზეთს სხვადასხვა დასახელების პროდუქტს აწვდის.

ვინ არის გიორგი არველაძე?

„სოლიდუსის“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი არველაძე წილებს სხვადასხვა სექტორში მოქმედ კომპანიებშიც ფლობს. ასეთებია:

• თბილისში დაფუძნებული უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია Ubique, რომელიც ამჟამად თბილისის ისტორიულ ნაწილში დახურული ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს — Krtsanisi Residence-ს აშენებს. გიორგი არველაძემ კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია. • იგი ასევე არის GD Invest Group LTD-ის 50%-იანი წილის მფლობელი. კომპანია 2005 წელსაა დაფუძნებული და დღეისთვის ის სტეფანწმინდაში რესტორან „გრადუსს“ მართავს. • 2021 წელს დაფუძნებულ კომპანია "ჰიქ ქომფანიში“ გიორგი არველაძეს 10%-იანი წილი აქვს. • ასევე 2021 წელს დაფუძნებულ კომპანია „ფფფჯორჯიაში“ 20%-იან წილს ფლობს. • 2020 წელს დაფუძნებულ კომპანია „ფემილი ფარმში“ გიორგი არველაძეს 15%-იანი წილი აქვს.

კერძო სექტორში საქმიანობის გარდა, გიორგი არველაძეს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული. ბიზნესში გადასვლამდე ის 2007–2009 წლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის - მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. მანამდე, 2006–2007 წლებში კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობდა; 2005–2006 წლებში - შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, 2005 წელს კი 4 თვის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანაშემწე იყო.

გიორგი არველაძე განათლებით ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრია, მან ხარისხი მენეჯმენტსა და კონსალტინგში გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში (Grenoble Ecole de Management) და კავკასიის ბიზნესის სკოლაში დაიცვა; მანამდე ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტშიც აქვს დაცული. უფრო ადრე კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბანკო საქმის ბაკალავრის ხარისხი მიიღო.

შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. აღნიშნული ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა.

13 აგვისტოს კი მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 11 აგვისტოთი დათარიღებული განკარგულება, რომელიც პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალურ თანხმობას შეეხება. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხმობა 3 თვის ვადით გაუხანგრძლივდა 2010 წელს დაფუძნებულ კომპანია შპს "სოლიდუსს". დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდება სწორედ სპეციალური სტატუსის მქონე კომპანიას შეუძლია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • 34 წელი აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან - დაღუპულთა ხსოვნას გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები პატივს მიაგებენიმედი
  • რადიო თავისუფლება: ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანაფორმულა
  • „ბიზნესმა შეიტანა“ – კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასნეტგაზეთი
  • წყალტუბო აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით ბანაკს მასპინძლობს, რომელშიც 12-დან 16 წლამდე ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობსრუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

BOYGAR’S-ის მაღაზია რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

BOYGAR’S-ის მაღაზია რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

BM.GE

საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა იზრდება შესაბამისობის ნორმაც - თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება

საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა იზრდება შესაბამისობის ნორმაც - თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება

BM.GE

რა საინვესტიციო ვალდებულებით გაიყიდა თავისუფლების მოედანზე სახელმწიფო ქონება ₾35 მილიონად? - პირობები

რა საინვესტიციო ვალდებულებით გაიყიდა თავისუფლების მოედანზე სახელმწიფო ქონება ₾35 მილიონად? - პირობები

BM.GE

კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა

კობახიძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულად იოსებ ალიბეგაშვილი დანიშნა

BM.GE