მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კობახიძის თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის ერთ-ერთი მიზეზი კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა იყო
კობახიძის თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის ერთ-ერთი მიზეზი კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა იყო

კობახიძის თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის ერთ-ერთი მიზეზი კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა იყო

BM.GE8 მაისი, 2026, 18:58|bm.ge

ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის ერთ-ერთი მიზეზი კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა იყო.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე და შესაბამისი პროგრამების გაფართოებაზე.

„გვაქვს ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდის. პირველი კვარტლის მონაცემებით საშუალოდ ეკონომიკა გაიზარდა 9.1%-ით და ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია კრიზისის ფონზე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში.

გვაქვს ახალი, ურთულესი კრიზისი ახლო აღმოსავლეთში, რაც აისახება ჩვენს ქვეყანაზეც, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. ამ კრიზისის და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ზრდის მაღალი ტემპი. ერთ-ერთი მიზეზი, ამას ცალკე ხაზგასმით აღვნიშნავ, არის ის, რომ შარშან ჩვენ წარმატებით დავიწყეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, რაც პირდაპირ აისახა ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე.

შარშან ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 7.5% და წელს, პირველი კვარტლის მონაცემებით გვაქვს გაუმჯობესებული შედეგები და ამან მოგვცა კონკრეტული ხელშესახები შედეგები სხვადასხვა მიმართულებით. ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდასა და შესაბამისი პროგრამების გაფართოებაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რისთვისაც მთავრობა ძალისხმევას მომავალშიც არ დაიშურებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE