
"კოკა-კოლა" საქართველოში 33 წლის გახდა|კომპანიის ზომა რიცხვებში
33 წლის წინ, 1993 წლის 30 ივნისს, საქართველოს ბაზარზე პირველად გამოჩნდა “კოკა-კოლა”, რაც აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში გლობალური ბრენდის შემოსვლის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო.
დღეს კი, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” საქართველოში გამაგრილებელი სასმელების უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც არამხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც ამარაგებს პროდუქციით, კომპანია გაზიანი და გამაგრილებელი სასმელების გარდა საქართველოში მტკნარი წყლის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელიცაა.
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებებს ყოველწლიურად ასაჯაროებს.
ამჟამად გამოქვეყნებულია კომპანიის 2024 წლის ფინანსური ანგარიშგება, რომლის მიხედვითაც, "კოკა-კოლამ" რეკორდული მოცულობის 504 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, აქედან ექსპორტის შემოსავლები 17 მილიონ ლარს შეადგენდა. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 2024 წელს 84 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.
"კოკა-კოლამ“ საქართველოში უნიკალური გზა გაიარა და ქვეყანაში გამაგრილებელი სასმელების წარმოების ინდუსტრია შექმნა. დამოუკიდებელობის მოპოვების შემდეგ, კოკა-კოლა დროს ყოველთვის წინ უსწრებდა, ვითარდებოდა, ინოვაციებს ნერგავდა და ახალ სტანდარტებს ამკვიდრებდა.“კოკა-კოლა” საქართველოში დღეს უკვე არის თანამედროვე, განვითარებული და მრავალფეროვანი ეკოსისტემა, რომელიც ერთდროულად ინარჩუნებს ტრადიციას, ხარისხს და მომავალს ქმნის", - აცხადებენ "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში"."კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" შესახებThe Coca-Cola Company-სთან (“TCCC“), Coca-Cola Export Corporation-სა და Sweppers Holding Limited-თან ჩამოსხმისა და სხვა შეთანხმებების შესაბამისად კომპანია TCCC-ის სავაჭრო ნიშნიან პროდუქციას აწარმოებს, ფუთავს და მის დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოში, ხოლო TCCC ნაწილობრივ არის პასუხისმგებელი TCCC-ის სავაჭრო ნიშნიანი ისეთი პროდუქციის მარკეტინგზე, როგორიცაა: Coca-Cola, Coca-Cola Zero, Fanta, Fanta Tropic, Schweppes, Sprite, Mtis, Burn და Fuse Tea. TCCC ასევე პასუხისმგებელია შესაბამისი კონცენტრატებითა და სასმელებით კომპანიის მომარაგებაზე. ამასთან, კომპანიას აქვს გაყიდვის უფლება თუნუქის და მინის ქილებში ჩამოსხმული სასმელის აზერბაიჯანსა და სომხეთში.