მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ქართულ ბანკებში უცხოელი ფიზიკური პირების დეპოზიტებმა 11 მილიარდ ლარს მიაღწია
ქართულ ბანკებში უცხოელი ფიზიკური პირების დეპოზიტებმა 11 მილიარდ ლარს მიაღწია

ქართულ ბანკებში უცხოელი ფიზიკური პირების დეპოზიტებმა 11 მილიარდ ლარს მიაღწია

BM.GE30 ივნისი, 2026, 15:41|bm.ge

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის მაისში ქართულ ბანკებში უცხოეთის რეზიდენტების დეპოზიტებმა 11 მილიარდ ლარს მიაღწია. წინა თვესთან შედარებით დეპოზიტები 150 მილიონი ლარით, ერთწლიან ჭრილში კი 1.53 მილიარდი ლარით, ანუ 16.2%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში რეზიდენტების დეპოზიტები 14.2%-ით, 26 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, შესაბამისად ქართულ ბანკებში უცხოელთა მიერ დეპოზიტების დაგროვების ტემპი რეზიდენტების დეპოზიტების ზრდის ტემპს აღემატება. შედეგად არარეზიდენტთა წილმა ფიზიკური პირების მთლიან დეპოზიტებში, რაც 37 მილიარდ ლარს შეადგენს 29.6%-ს მიაღწია, შედარებისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არარეზიდენტთა დეპოზიტები ფიზიკური პირების მთლიანი დეპოზიტების 29.3% იყო.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, უცხოეთა დეპოზიტები ძირითადად უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული, რაც მთლიანად 11-მილიარდიანი პორტფელის 74%-ს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეთა წილი არარეზიდენტთა დეპოზიტებში 37-38%-ის ფარგლებშია, შესაბამისად, თანხობრივად რუსეთის მოქალაქეთა დანაზოგები თანხობრივად 4 მილიარდ ლარს აღემატება. მეორე ადგილზეა ისრაელის მოქალაქეთა დეპოზიტები, რაც 1 მილიარდ ლარს აღწევს, მესამე პოზიციას კი 770 მილიონით უკრაინის მოქალაქეები იკავებენ.

არარეზიდენტთა დეპოზიტები ასე ნაწილდება:

• რუსეთი (37%): 4,070.0 მილიონი ლარი • ისრაელი (9%): 990.0 მილიონი ლარი • უკრაინა (7%): 770.0 მილიონი ლარი • ბელორუსი (4%): 440.0 მილიონი ლარი • კვიპროსი (3%): 330.0 მილიონი ლარი • დიდი ბრიტანეთი (3%): 330.0 მილიონი ლარი • გერმანია (2%): 220.0 მილიონი ლარი • აზერბაიჯანი (2%): 220.0 მილიონი ლარი • თურქეთი (2%): 220.0 მილიონი ლარი • ვირჯინიის კუნძულები (2%): 220.0 მილიონი ლარი • მალტა (2%): 220.0 მილიონი ლარი • ჩინეთი (2%): 220.0 მილიონი ლარი • სომხეთი (2%): 220.0 მილიონი ლარი • სხვა (23%): 2,530.0 მილიონი ლარი.

ჩამონათვალი გაკეთებულია სების 2025 წლის ანგარიშში წარმოდგენილი პროცენტული პუნქტების მიხედვით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $27 მილიარდამდე გაიზარდა

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $27 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE

„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო

„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო

BM.GE

რუსეთის ბიზნესწრეებში პანიკაა - WP

რუსეთის ბიზნესწრეებში პანიკაა - WP

BM.GE

2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.8%-მდე შემცირდა - ეროვნული ბანკი

2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.8%-მდე შემცირდა - ეროვნული ბანკი

BM.GE