მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კოლუმბიაში მომხმდარმა მიწისძვრამ 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
კოლუმბიაში მომხმდარმა მიწისძვრამ 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

კოლუმბიაში მომხმდარმა მიწისძვრამ 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

BM.GE11 აგვისტო, 2026, 14:15|bm.ge

ორშაბათს, დასავლეთ კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრამ, რომელიც მიმდინარე საუკუნეში ქვეყნისთვის ყველაზე მძლავრი აღმოჩნდა, დაანგრია შენობები, დააზიანა საავადმყოფოები და ინფრასტრუქტურა.

Reuters წერს, რომ სტიქია აბელარდო დე ლა ესპრიელიას მიერ საპრეზიდენტო ფიცის დადებიდან სულ რამდენიმე დღეში მოხდა, რამაც ახალი ადმინისტრაცია პირველი მასშტაბური კრიზისის წინაშე დააყენა.

„პირველი პრიორიტეტი ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენაა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

დე ლა ესპრიელია სანაპირო პროვინცია ჩოკოს დედაქალაქ კიბდოს ეწვია, სადაც მათ, ვინც სახლი დაკარგა, ქირის სუბსიდირებას დაჰპირდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, დასავლეთ კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 107 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საოცარი პარადოქსი": რატომ მიდიან პაციენტები აჭარიდან თურქეთში ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის - ნატო ხონელიძე

"საოცარი პარადოქსი": რატომ მიდიან პაციენტები აჭარიდან თურქეთში ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის - ნატო ხონელიძე

BM.GE

გიორგი ვახტანგიშვილი და CMC-ის გლობალური ამბიცია

გიორგი ვახტანგიშვილი და CMC-ის გლობალური ამბიცია

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

11 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

11 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE