მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კომისიის ფარგლებში კვირის ბოლოს საწვავზე გვექნება შეხვედრა - შოთა ბერეკაშვილი
კომისიის ფარგლებში კვირის ბოლოს საწვავზე გვექნება შეხვედრა - შოთა ბერეკაშვილი

კომისიის ფარგლებში კვირის ბოლოს საწვავზე გვექნება შეხვედრა - შოთა ბერეკაშვილი

BM.GE27 აპრილი, 2026, 20:14|bm.ge

პარლამენტში შექმნილი ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობის დასკვნით ეტაპზეა. კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებსა და საწვავს მოიცავს.

„ჩვენ გვექნება შეხვედრა საწვავთან დაკავშირებით, კომისიის ფარგლებში ფასების შესწავლის თაობაზე. შეხვედრას დაესწრებიან წამყვანი კომპანიები და ეს იქნება სექტორების შესწავლის შემაჯამებელი შეხვედრა. თუმცა კიდევ ერთი შემაჯამებელი შეხვედრა გვექნება კვირის ბოლოს. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს დასკვნითი ნაწილი.

მზადდება ფასების შემსწავლელი კომისიის საბოლოო დასკვნა, რომელიც მოიცავს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებსა და საწვავს. ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა, ორ კვირაზე მეტია ვმუშაობთ. დოკუმენტი მოიცავს როგორც ანალიტიკურ ნაწილს, ისე საერთაშორისო გამოცდილებას და ვფიქრობთ, რომ ძალიან სოლიდური და მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაიდება.

ფასების შემსწავლელი კომისია მუშაობდა სამი მიმართულებით ეს იყო საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და საწვავი", - ამბობს ბერეკაშვილი.

BMG-ის ინფორმაციით, ფასების საპარლამენტო დროებითი კომისიის მომდევნო სხდომა 30 აპრილს გაიმართება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE