მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კონკურენციის სააგენტო Yandex Delivery-ს საჩივრის გამო Wolt-ის და Glovo-ს სავარაუდო ქმედებებს შეისწავლის
კონკურენციის სააგენტო Yandex Delivery-ს საჩივრის გამო Wolt-ის და Glovo-ს სავარაუდო ქმედებებს შეისწავლის

კონკურენციის სააგენტო Yandex Delivery-ს საჩივრის გამო Wolt-ის და Glovo-ს სავარაუდო ქმედებებს შეისწავლის

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 17:06|bm.ge

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ [ბრენდული სახელი Yandex] საჩივრის საფუძველზე, მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის შესწავლა დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, საჩივარი ეხება Wolt-ისა და Glovo-ს სავარაუდო ქმედებებს, რომლებიც მომჩივნის შეფასებით, შესაძლოა კონკურენციის წესებს არღვევდეს და სხვა კომპანიებისთვის ბაზარზე საქმიანობას ართულებდეს.

მომჩივნის განცხადებით, Wolt-სა და Glovo-ს გარკვეულ რესტორნებსა და კვების ობიექტებთან გაფორმებული აქვთ ისეთი შეთანხმებები, რომლებიც მათ სხვა ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას უზღუდავს. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მსგავსი პრაქტიკა ახალი პლატფორმების ბაზარზე შესვლას ართულებს და შესაძლოა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლს არღვევდეს.

"მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო შეაფასებს დაირღვა თუ არა აღნიშნული მუხლით დადგენილი მოთხოვნები. ონლაინ პლატფორმები მომხმარებლებს მზა საკვების, სურსათისა და სხვა პროდუქტების შეკვეთისა და მიღების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებს — საკუთარი პროდუქციისა და შეთავაზებების განთავსების საშუალებას. ამ დროისათვის GCCA ოთხ საკითხზე ახორციელებს მოკვლევას", - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს" 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებული საამიროებში რეგისტრირებული კომპანია Y.E Holding Limited-ია, ხოლო კომპანიის დირექტორი სომხეთის მოქალაქე არამ მხითარიანია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE