
კორეაში ბირჟა გააჩერეს, რადგან კომპანიების აქციების შეფასება 10%-ით დაეცა
BM.GE|bm.ge
კორეულ საფონდო ბირჟაზე დაღმასვლის უკიდურესად მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება – დღევანდელი სავაჭრო სესიის გახსნისას ძირითადი საფონდო ინდექსის, KOSPI-ის შეფასება 10%-ით დაეცა, რის გამოც ადმინისტრაციამ ბირჟაზე ვაჭრობა შეაჩერა.
ინდექსის ვარდნა პირდაპირ კავშირშია ტექნოლოგიურ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების დაღმასვლასთან, კერძოდ, Samsung-ის აქციების შეფასება დღეს 12.3%-ით დაეცა, ხოლო SK Hynix-მა თითქმის 13%-იანი კორექცია განიცადა.
ვარდნის მიზეზს რაც შეეხება, ის AI-ინდუსტრიასთან დაკავშირებით გაჩენილ რისკებს, ზედმეტად მაღალ შეფასებებს და მონეტარული პოლიტიკის პოტენციურ გამკაცრებას უკავშირდება.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge