მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კორეაში ბირჟის ვარდნის გამო ინვესტორებმა კაპიტალის 65% დაკარგეს
კორეაში ბირჟის ვარდნის გამო ინვესტორებმა კაპიტალის 65% დაკარგეს

კორეაში ბირჟის ვარდნის გამო ინვესტორებმა კაპიტალის 65% დაკარგეს

BM.GE20 ივლისი, 2026, 22:43|bm.ge

სამხრეთ კორეის საფონდო ბირჟაზე ხელოვნური ინტელექტის სექტორის გარშემო არსებული ბუმის ფონზე, ჩიპების მწარმოებელი გიგანტების, Samsung Electronics-ისა და SK Hynix-ის აქციებზე განხორციელებულმა სარისკო, ლევერიჯირებულმა ფსონებმა კრახი განიცადა.

როგორც ირკვევა, მაღალი რისკის მქონე ფინანსური ინსტრუმენტების მკვეთრმა ვარდნამ ადგილობრივი საცალო ინვესტორები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, რამაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ბაზარზე სპეკულაციური ვაჭრობის საფრთხეები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდნენ ის პირები, რომლებმაც კაპიტალი კონკრეტულ აქციებზე მიბმულ საბირჟო ფონდებში განათავსეს. კერძოდ, ფონდ KODEX SK Hynix Leverage ETF-ის ღირებულება, რომელიც SK Hynix-ის აქციების ყოველდღიური მერყეობის ორმაგ შედეგზეა გათვლილი, ივნისში დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმიდან 70%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ქვეყნის ძირითად ინდექსზე, KOSPI-ზე მიბმულ 2X ETF-ს, მას 65%-იანი კორექცია აქვს.

KB Financial Group-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის 27 მაისიდან, ანუ ამ ტიპის ფონდების ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე, კორეელმა საცალო ინვესტორებმა $9.4 მილიარდის ღირებულების აქტივები შეიძინეს, რომელთა აბსოლუტური უმეტესობა დღეს თითქმის 60-70%-იან ზარალზეა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შექმნილი კრიზისის გამო, სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა ორგანოებმა ვაჭრობის წესები მკვეთრად გაამკაცრეს. ახალი რეგულაციების თანახმად, აღნიშნული პროდუქტებით ვაჭრობის დასაწყებად ინვესტორებს მინიმალური დეპოზიტის სახით $20,000-ის წარდგენა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ დღეს კორეა ლევერიჯისა და მოსახლეობის შეფარდებით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამხელა ლიკვიდაციის რისკი დედამიწაზე არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს. ექსპერტების შეფასებით, ის რაც დღეს კორეაში ხდება, საკმაოდ ჰგავს 1990-იანი წლების იაპონიის სპეკულაციურ ბუშტს, რომელსაც შემდგომ ფინანსური კრიზისი და ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის 20-წლიანი სტაგნაცია მოჰყვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მიკროავტობუსის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

BM.GE

"სილქ როუდ ჯგუფი" DATA-ცენტრის მშენებლობას სექტემბერში დაიწყებს - გიორგი რამიშვილი

"სილქ როუდ ჯგუფი" DATA-ცენტრის მშენებლობას სექტემბერში დაიწყებს - გიორგი რამიშვილი

BM.GE

"რუსებმა კოკა-კოლას ქარხანას დრონებით დაარტყეს" - ზელენსკი

"რუსებმა კოკა-კოლას ქარხანას დრონებით დაარტყეს" - ზელენსკი

BM.GE

ფოთის ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაიზარდა | 8 თვის სტატისტიკა

ფოთის ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაიზარდა | 8 თვის სტატისტიკა

BM.GE