მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად აღმოფხვრილია - კობახიძე
კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად აღმოფხვრილია - კობახიძე

კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად აღმოფხვრილია - კობახიძე

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 18:24|bm.ge

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფცია სრულად აღმოფხვრილია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ოპონენტებს მიმართა და განაცხადა, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირის შემთხვევაში კორუფციული ფაქტებზე ხელისუფლებას მყისიერი რეაგირება ექნება.

„დღეს, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე, ქვედა დონეზე ყოველთვის უნდა გრძელდებოდეს კორუფციასთან ბრძოლა, ეს მუდმივი პრობლემაა ყველა ქვეყანაში, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე სრულად არის აღმოფხვრილი კორუფცია და ჩვენ ხშირად ვეუბნებით ხოლმე ჩვენს ოპონენტებს - მოიტანონ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ყველას ვპირდებით, რომ იქნება მყისიერი რეაგირება, თუმცა ვერც ერთი ასეთი ფაქტი დღემდე ვერ მოიტანეს. პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგაც კი წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა იმისათვის, რომ ჩაგვეხედა და შემდეგ გადაგველაგებინა სისტემა. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი არ არის ეს იოლი, როდესაც საქმე ეხება კორუფციას. ჩავიხედეთ, გადავალაგეთ წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა და დღეს პასუხს ვაგებთ შემდეგზე - აიღონ ერთი მინისტრი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, ამოიღონ 1 კორუფციული ფაქტი და იქნება მყისიერი რეაგირება. ვერც ერთი ასეთი ფაქტი ვერ მოიტანეს მას შემდეგ, რაც გადალაგდა ჩვენი სისტემა“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანი თბილისი მიმართულებით მატარებლის რეისების რაოდენობას აორმაგებს - იცვლება ტარიფებიც

აზერბაიჯანი თბილისი მიმართულებით მატარებლის რეისების რაოდენობას აორმაგებს - იცვლება ტარიფებიც

BM.GE

„ეს არის დამატებითი ფუფუნება“ - იმოქმედებს თუ არა ღამის სრიალი გუდაურში ტურისტულ აქტივობაზე

„ეს არის დამატებითი ფუფუნება“ - იმოქმედებს თუ არა ღამის სრიალი გუდაურში ტურისტულ აქტივობაზე

BM.GE

კახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი სტანდარტების შიდა აეროპორტის ქონა - ნუცა აბრამიშვილი

კახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი სტანდარტების შიდა აეროპორტის ქონა - ნუცა აბრამიშვილი

BM.GE

როგორ შეიქმნა და გამდიდრდა Alipay - ჩინური ფინტექ-გიგანტის წარმატების ისტორია

როგორ შეიქმნა და გამდიდრდა Alipay - ჩინური ფინტექ-გიგანტის წარმატების ისტორია

BM.GE