მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კოულ ალენს ბრალი ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის წარედგინა
კოულ ალენს ბრალი ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის წარედგინა

კოულ ალენს ბრალი ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის წარედგინა

BM.GE28 აპრილი, 2026, 14:32|bm.ge

შაბათს, კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე სროლის გამო დაკავებულ 31 წლის კოულ ალენს ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ბრალი ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურა მას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასა და ძალადობრივი დანაშაულის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ედავება. სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით, ის, რაც ალენმა ჩაიდინა, ტერორიზმის კატეგორიას განეკუთვნება.

შეგახსენებთ, შაბათს გამართულ ღონისძიებაზე, სადაც პრეზიდენტი ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი იმყოფებოდნენ, ბრალდებულმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტი იარაღით გადაკვეთა და ცეცხლი გახსნა. ინციდენტის დროს მკერდის არეში დაიჭრა საიდუმლო სამსახურის ოფიცერიც, თუმცა მისი სიცოცხლე ტყვიაგაუმტარმა ჟილეტმა გადაარჩინა. აღსანიშნავია, რომ თავად თავდამსხმელმა იმ დარბაზში შესვლა ვერ მოასწრო, სადაც ტრამპი იმყოფებოდა. ის სამართალდამაცვებმა საპასუხო ცეცხლის გახსნიდან მალევე დააკავეს.

დაკავების მომენტში ალენს 12-კალიბრიანი თოფი, Rock Island Armory-ის პისტოლეტი და სამი დანა აღმოაჩნდა.

იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრალდებულმა კალიფორნიიდან ვაშინგტონამდე გზა მატარებლით გამოიარა და დედაქალაქში პარასკევს ჩამოვიდა. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ კალიფორნიის შტატის მცხოვრებმა ვაშინგტონის Hilton-ის სასტუმროში ნომერი ჯერ კიდევ 6 აპრილს დაჯავშნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 135 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

BM.GE

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

BM.GE

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

BM.GE

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

BM.GE