მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრასნოდარსა და ნევინომისკში დრონებით Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები დაიბომბა - არიან დაშავებულები
კრასნოდარსა და ნევინომისკში დრონებით Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები დაიბომბა - არიან დაშავებულები

კრასნოდარსა და ნევინომისკში დრონებით Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები დაიბომბა - არიან დაშავებულები

BM.GE22 ივლისი, 2026, 13:49|bm.ge

კრასნოდარსა და ნევინომისკში, მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. კომპანიის დამფუძნებელი ტელეგრამ არხზე წერს, რომ არიან დაშავებულებიც.

"კრასნოდარსა და ნევინომისკში მდებარე ჩვენს ლოგისტიკურ ცენტრებზე წუხელ თავდასხმა განხორციელდა. ვთანამშრომლობთ შესაბამის სამსახურებთან შედეგების აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა ტატიანა კიმმა.

კომპანიის მხრიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კრასნოდარის ობიექტიდან ევაკუაცია პროცედურების დაცვით განხორციელდა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, საწყობის კომპლექსს ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა , რაც ადგილზე დრონის ნამსხვრევები დაეცა.

შეტევის დროს დაზიანებულია ორი საცხოვრებელი კორპუსიც დაზიანდა. რუსული მედია ასევე წერს, რომ ახლომდებარე სოფელ დინსკაიაში დრონის ნამსხვრევები ორ კერძო სახლს დაეცა.

რეგიონის ხელმძღვანელის, ვენიამინ კონდრატიევის თქმით, კრასნოდარის საწყობზე თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა 4 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო 6 თანამშრომელს მკურნალობა ადგილზე ჩაუტარდა.

უკრაინულ მხარეს აღნიშნულ იერიშებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძე

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

BM.GE

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

BM.GE

მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

BM.GE