მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრედიტების აუთვისებლობა, ძირითადად, სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ინფრასტრუქტურის ნაწილში გვქონდა - კაკაურიძე
კრედიტების აუთვისებლობა, ძირითადად, სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ინფრასტრუქტურის ნაწილში გვქონდა - კაკაურიძე

კრედიტების აუთვისებლობა, ძირითადად, სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ინფრასტრუქტურის ნაწილში გვქონდა - კაკაურიძე

BM.GE8 ივნისი, 2026, 17:27|bm.ge

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გამოყოფილი საკრედიტო რესურსების ათვისება ვერ შეძლო. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, აუთვისებელი კრედიტების ყველაზე მსხვილი ნაწილი სწორედ ელექტროსისტემის პროექტებზე მოდის. შეფერხების მთავარი მიზეზი კი გადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება და წინააღმდეგობა გახდა. კაკაურიძის თქმითვე, ეს პრობლემა მიმდინარე წელს მეტწილად უკვე გადაჭრილია.

„ერთი ნაწილი არის კრედიტების აუთვისებლობა. აქ საკითხი ორად შეიძლება გავყოთ: კრედიტების ნაწილი იყო ის, რომელთა ათვისებაც იმ წელს იგეგმებოდა, თუმცა ვერ განხორციელდა. ძირითადად, ეს იყო ელექტროსისტემის პროექტები და საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ფინანსდებოდა. ეს ორი კომპონენტი იყო ყველაზე მსხვილი კრედიტების ნაწილში. ვერ განხორციელდა ტენდერი, იმიტომ რომ დონორს გარკვეული კითხვები ჰქონდა სავარაუდო კონტრაქტორებთან მიმართებით. შესაბამისად, საბოლოო ჯამში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კონტრაქტი არ შედგა, ანუ ტენდერი არ შედგა და ამ მიმართულებით თავიდან გამოცხადდა.

ელექტროსისტემის ნაწილში იყო გარკვეული პრობლემები მოსახლეობის უკმაყოფილება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს პრობლემა, ვფიქრობ, მეტწილად წელს უკვე გადაჭრილია და ელექტროსისტემა პროცესს საკმაოდ კარგად მიჰყვება. იყო შეთანხმებები მოსახლეობასთან და ზოგ შემთხვევაში პროექტმა გვერდი აუარა მათ და სხვა მიმართულებით განხორციელდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა", - განაცხადა კაკაურიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • კახეთში, სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 170 ჰექტარზე გაუმჯობესდებარუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE