მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კრედო ბანკსა და ADB-ს შორის, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად, 120 მილიონი ლარის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა
კრედო ბანკსა და ADB-ს შორის, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად, 120 მილიონი ლარის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა

კრედო ბანკსა და ADB-ს შორის, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად, 120 მილიონი ლარის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 16:07|bm.ge

კრედო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 120 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ის მიზნად ისახავს საქართველოში, თბილისის ფარგლებს გარეთ, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, განსაკუთრებით კი ქალ მეწარმეთა მხარდაჭერას. ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული გრძელვადიანი რესურსი მეტად გაზრდის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ფინანსურ ჩართულობასა და ხელმისაწვდომობას, ამასთანავე, ხელს შეუწყობს ბანკს შეამციროს გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკები.

„მოხარულნი ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკთან ვაგრძელებთ მრავალწლიან პარტნიორობას, რომელიც 2015 წელს დაიწყო. წლების განმავლობაში, ჩვენი თანამშრომლობა დაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდასა და განვითარებას, მათ ფინანსურ ჩართულობასა და გაციფრულებას საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული 120 მილიონი ლარის მოცულობის ტრანზაქცია კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას. მსურს, მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ მთელ გუნდს მუდმივი ნდობისა და გაწეული ძალისხმევისთვის,“ განაცხადა ზაზა ფირცხელავამ, კრედო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„კრედო ბანკთან ჩვენი უწყვეტი პარტნიორობით, ADB უზრუნველყოფს, მცირე ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ დაფინანსებაზე წვდომას,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, ლესლი ბეარმან ლამმა. „ეს ტრანზაქცია ხელს შეუწყობს ბიზნეს შესაძლებლობების გაფართოებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში.“

კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 97 სერვისცენტრით, 500,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ განვითარებისა და სოციალური გავლენის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Credo GmbH, ფრანგული Proparco და იაპონური Gojo & Company, Inc.

ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას გარემო. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE

GOGC ამ დრომდე ელოდება Frontera-სგან არბიტრაჟში მოგებული კომპენსაციის მიღებას - ფინანსური ანგარიში

GOGC ამ დრომდე ელოდება Frontera-სგან არბიტრაჟში მოგებული კომპენსაციის მიღებას - ფინანსური ანგარიში

BM.GE

რა არის „ჰაუს ჰაქინგი“ ამერიკაში?

რა არის „ჰაუს ჰაქინგი“ ამერიკაში?

BM.GE